aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: აშშ-ში ინტერნეტ-რეკლამამ რეკორდული შემოსავალი მოიტანა World News  World News 
2010 წელს აშშ-ის ინტერნეტ-რეკლამის ბაზარი 15 პროცენტით 26 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ინტერნეტის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ამას მოწმობს აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers (PWC)-ის გამოკვლევის მონაცემები, რომლებიც Associated Press-ს მოჰყავს.



წინა რეკორდი 2008 წელს დამყარდა, როდესაც ინტერნეტ-რეკლამიდან შემოსულმა შემოსავალმა 23.4 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2009 წელს, ფინანსური კრიზისის გამო, ბაზარი 3 პროცენტით შემცირდა.


იმის შესახებ, რომ ბაზრის ამ სეგმენტმა გააუმჯობესა კრიზისამდელი მაჩვენებლები, ცნობილი გახდა გასული წლის მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, როდესაც ამერიკულმა კომპანიებმა ინტერნეტში 6.4 მილიარდი დოლარის რეკლამა გაყიდეს. მანამდე კვარტლურ მაჩვენლებლებს ასეთი რიცხვისთვის არასდროს მიუღწევია. მეოთხე კვარტალში ინტერეტ-რეკლამიდან შემოსულმა შემოსავლებმა 7.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რითაც ახალი რეკორდი დამყარდა.


გასულ წელს ინტერნეტში ყველაზე პოპულარული გახდა საძიებო რეკლამა. მისმა ხარჯებმა 12 მილიარდი დოლარი, ანუ მთელი ბაზრის 46% შეადგინა.


გამოკვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა პირველად გააანალიზეს მობილური რეკლამის ბაზარი. მიახლოებითი შეფასებებით, მან 500-600 მილიონი დოლარი შეადგინა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2037.html
Posted by Drakula | 15 Apr 2011, 10:51 | News »
 

"ეს საინტერესოა: აშშ-ში ინტერნეტ-რეკლამამ რეკორდული შემოსავალი მოიტანა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian