aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ჰოლანდიის მაცხოვრებლებმა ხელისუფლებისაგან ღია ბარათები მიიღეს მარიხუანის სურნელი World News  World News 

ჰოლანდიის ხელისუფლებამ როტერდამის და ჰააგის მოსახლეობას 30 ათასამდე  მარიხუანას სუნით გაჟღენთილი ღია ბარათი გაუგზავნა, რათა უფრო აქტიურად ებრძოლონ კანონდამრღვევებს.





თითოეული ღია ბარათი გაფორმებულია მწვანე ფერში და შეიცავს ორ ზოლს სპეციალური საფარით, რომლის გადაფხეკის შემთხვევაშიც შესაძლებელია მარიხუანის მახასიათებელი სუნის შეგრძნება. ბარათზე ასევე დატანილია პოლიციის ტელეფონის ნომრები და მოწოდება: ''დაგვეხმარეთ კანაფის პლანტაციებთან ბრძოლაში!''


სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლის განცხადებით, პროექტის მიზანია მოქალაქეებს მიაწოდონ გააგებინონ კანაფის არალეგალური პლანტაციების არსებობის შესახებ და მისცენ მათ ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც შეეძლებათ მათი გამოვლენა და პოლიციისთვის შეტყობინება.


ეს სასინჯი აქციაა და მოქალაქეების რეაქცია უჩვენებთ მათ, ღირს თუ არა სხვა ქალაქებშიც ანალოგიური გზავნილების დაგზავნა.


სპეციალისტები მარიხუანას გავრცელებასთან დაკავშირებულ საშიშროებებს შორის ასახლებენ ხანძრებსაც: კანაფის გასაზრდელად საჭიროა დიდი რაოდენობით სინათლე და ნესტი. ხშირად  სარწყავ მოწყობილობებსა და ელექტროობასთან უყურადღებო მოპყრობა იწვევს მოკლე ჩართვას და ხანძრის გაჩენას.


მიუხედავად იმისა, რომ 1976 წელს ჰოლანდიაში მოხდა მარიხუანის გარკვეული რაოდენობის მოხმარება (არაუმეტეს 5 გრამისა ადამიანზე), ქვეყანაში არსებობს კანაფის უამრავი უკანონო ''ფერმა''. უმეტესად, პლანტაციები განლაგებულია სახლების ზედა სართულებზე, სარდაფებში და კერძო სახლებში. პირადი მიზნებისთვის ჰოლანდიის მოქალაქეს უფლება აქვს გაზარდოს  კანაფის არაუმეტეს ხუთი ბუჩქი.


მარიხუანას მასიური წარმოება აკრძალულია და კრიმინალური ორგანიზაციების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ჰოლანდიაში კანაფის შავი ბაზრის წლიური ბრუნვა  1,7 მილიონ ევროს აღწევს.


სპეცსამსახურების მონაცემებით, ქვეყანაში სულ  40 ათასამდე უკანონო კანაფის სათბური არსებობს, ხოლო ყოველწლიურად  6 ათასამდე ნადგურდება. ამათგან მხოლოდ როტერდამში აღმოჩენილ იქნა დაახლოებით 300 პლანტაცია 600 - 1000 მცენარით თითოეულში.





Source - lenta.ru

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_110.html
Posted by mariami | 09 Nov 2010, 16:34 | News »
 

No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 5
Votes: 1


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 April 2024
  • English Georgian