aspurcela.ge logo

English Georgian
პროდუქცია - სერვისი
კონტაქტი
ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი

მისამართი:
ყაზბეგის 26 (მეტრო დელისთან).


თბილისი



საკონტაქტო ინფორმაცია
გერმანული ენა + au pair პროგრამა  -  08.09.2018
წარმოშობის ადგილი: ალ. ყაზბეგის 26
ბრენდის დასახელება: ნიუ გენი
განთავსების თარიღი: 08.09.2018
აღწერა: ტრენინგ ცენტრი ,,ნიუ გენი“ გთავაზობთ გერმანული ენის შესწავლას გოეთეს ინსტიტუტის სერტიფიკატისთვის. კურსები გათვლილია მოსწავლეებისათვის, აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის. ყველასთვის ვისაც სურს სწავლა და მოგზაურობა გერმანიაში. ჩვენი ცენტრი ასევე გთავაზობთ Au-Pair პროგრამას. დაგეხმარებით სააგენტოს საშუალებით ოჯახის მოძებნაში მთელი გერმანიის მასშტაბით.
ენის კურსები მოიცავს სხვადასხვა საფეხურს:
1.საწყისი დონე: Grundstufe: A1; A2 – განკუთვნილია მათთვის ვინც თავიდან იწყებს გერმანულის სწავლას. ამ დონეზე უმოკლეს ვადაში შეიძენთ ზეპირი და წერითი მეტყველების საბაზისო დონეს.
2. საშუალო დონე: Mittelstufe: B1; B2 – ენის სწავლების ძირითადი საფეხურია. გაიმდიდრებთ ლექსიკას, დაეუფლებით გრამატიკის დიდ ნაწილს, თავისუფლად და დაუბრკოლებლად ისაუბრებთ ნებისმიერ თემებზე. შეძლებთ სხვადასხვა სირთულის ლიტერატურის, სტატიების წაკითხვას და აღქმას. ამ დონის შემდეგ შესაძლებელია დაიწყოთ ენის დაუფლება პროფესიული მიმართულებებით.
3. პროფესიული დონე: Oberstufe: C1; C2 – ხდება სამეტყველო ენის დახვეწა, შეისწავლება პროფესიონალურ დონეზე გერმანულად საუბარი, რთული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დაძლევა, ნებისმიერი დიალოგისა და ტექსტის თარგმნა. შეძლებთ სწრაფად საუბარს, რთული და მოცულობითი ტექსტების აღქმა- გაგებას.

მეცადინეობა ტარდება კვირაში - 2ჯერ. 1 სთ.
კურსის ღირებულება: 100 ლარი. (პირველი და მეორე დონეებისთვის).
• Au-Pair პროგრა– 400 ლარი. (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად).
კურს გაუძღვება მაღალკვალიფიცირებული პედაგოგი, რომელსაც განათლება აქვს მიღებული გერმანიაში.
კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

მის: ყაზბეგის 26 ( დელისის მეტროსთან).
ტელ: 214 90 50; 595 40 47 48; 551 40 42 40
ელ.ფოსტა:newgen.ge@gmail.com
ფასი: 100 ლ.
სხვა პროდუქცია/სერვისი ამ კატეგორიაში

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Copyright © 2007-2009 All rights reserved. სარგებლობის წესი. შეთანხმების პოლისი.
Spambot Killer | Site Map

[News Feed] [Forums Feed] [Downloads Feed] [Web Links Feed]

All Rights Reserved.