aspurcela.ge logo

English Georgian
ტოპ შემოთავაზებები
კონტაქტი
bi di ci

მისამართი:
რუსთაველის 36 . I. სადარბაზო II სართული


თბილისი



საკონტაქტო ინფორმაცია
საგადასახადო და სამეწარმეო საქმე   -  19.05.2010
მოკლე აღწერა: საგანმანათლებლო ცენტრი "ბი დი სი’’ გთავაზობთ ნებისმიერ მსურველს დამწყებ და მოქმედ ბუღალტრებს საგადასახადო და სამეწარმეო საქმის შემსწავლელ კურსებს.
განთავსების თარიღი: 19.05.2010
განცხადება ძალაშია: 19.05.2010
სრული აღწერა: საგანმანათლებლო ცენტრი "ბი დი სი’’ გთავაზობთ ნებისმიერ მსურველს დამწყებ და მოქმედ ბუღალტრებს საგადასახადო და სამეწარმეო საქმის შემსწავლელ კურსებს.
კურსის მიზანია: თანამედროვე პირობებში საგადასახადო სისტემის საფუძვლიანი შესწავლა. მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების კანონზომიერებების, ფუნქციონირების თეორიული საფუძვლების, რეგულირების აუცილებლობის ჩამოყალიბება და ამ მიმართულებით საზღვარგარეთის გამოცდილების მეთოდოლოგიის დაუფლება და მოიცავს გადასახადის გადახდევინების ფორმებისა და მეთოდების, საგადასახადო ორგანოების ფუნქციონირების წესებს. აგრეთვე საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სახეების ერთობლიობას. განხილული იქნება საქართველოს საგადასახადო და სააღრიცხვო სახეები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის წესები, საერთაშორისო სტანდარტების ბაზაზე დაშუქებული ცალკეული გადასახადები, შემოსავლების, ხარჯების მოთხოვნებისა დავალდებულებების აღრიცხვის საკითხები.
აღნიშნული კურსის გავლის შედეგად მსმენელს შეეძლება: საწარმო-ორგანიზაციების, დაწესებულებების ფინანსური მდგომარეობის ანალიზი, განსახორციელებელ ღონისძიებათა შემუშავება და კონტროლი მათ შესრულებაზე. საბანკო ოპერაციების განხორციელება; საბანკო საქმიანობისა და ბანკის პერსონალის მართვის რაციონალური და ეფექტიანი სისტემის შემუშავება, რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს ბაზრის კონიუნქტურას. გადასახადების ტარიფების გაანგარიშება და მათი ამოღების უზრუნველყოფა. საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულება. სადაზღვევო საქმიანობის რაციონალური და ეფექტიანად წარმართვა. ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით საფინანსო-საბანკო და სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული ეკონომიკურ-სამართლებრივი საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, აგრეთვე მუშა-მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება.
კურსი მოიცავს შემდეგ მასალებს.
• გადასახადების სოციალურ- ეკონომიკური არსი.
• საგადასახადო სისსტემა.
• საგადასახადო პოლიტიკა.
• საქართველოს საგადასახადო სისტემა და საგადასახადო პოლიტიკა,მათი როლი ქვეყნის
• სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
• საქართველოს საგადასახადო სისტემის სრულყოფა
• საგადასახადო სისტემის მართვის ორგანიზაცია
• გადასახადის გადახდის ვალდებულებათა შესრულების საერთო წესები
• საგადასახადო კონტროლი. საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა.
• საგადასახადო დავა.
• საშემოსავლო გადასახადი და მოგების გადასახადი
• დამატებული ღირებულების გადასახადი
• აქციზი.
• საბაჯო გადასახადი.ქონების გადასახადი.
• განვითარებული ქვეყნების საგადასახადო სისტემები.

კურსის ათვისების შემდეგ მსმენელს შესაძლებლობა ექნებათ დასახონ საქართველოს საგადასახადო სისტემის წინაშე მდგარი გადაუწყვეტელი და პრიორიტეტული პრობლემები და მათი დაძლევის გზები. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
მის: რუსთაველის 36. I. სადარბაზო II სართული
ტელ: 92 03 30/51-47-30 893-25-25-08
ელ-ფოსტა: bdc-center@mail.ru
veb-gverdi: www.bdc-center.ge bdc-natia@mail.ru
ფილიალი: ჭავჭავაძის 24.
ტელ: 893103370 143306 223517
ელ-ფოსტა:
bdc-vake@rambler.ru

სხვა ტოპ შემოთავაზებები ამ კატეგორიაში

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Copyright © 2007-2009 All rights reserved. სარგებლობის წესი. შეთანხმების პოლისი.
Spambot Killer | Site Map

[News Feed] [Forums Feed] [Downloads Feed] [Web Links Feed]

All Rights Reserved.