aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 შემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებს დაბეგვრის ალტერნატიულ ფორმას სთავაზობს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
შემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებს დაბეგვრის ალტერნატიულ ფორმას სთავაზობს. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ დღეს, 7 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამოქმედდება დაბეგვრის ორი მოდელი. პირველით ის მეწარმეები ისარგებლებენ, რომლებიც არა იურიდიული, არამედ ფიზიკური პირების მომსახურებით არიან დაკავებულები. მათ იურიდიული პირებისთვის ჩეკების გამოწერა არ მოუწევთ. გადახდის ამ ფორმის არჩევის შემთხვევაში მათთვის საკასო აპარატის არსებობა სავალდებულო არ იქნება, ისინი დაიბეგრებიან ფიქსირებული გადასახადით თვეში ან კვარტალში. ამ მოდელის გამოყენებას შეძლებენ პატარა სადალაქოები, საცხობები და ა. შ.
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2011, 19:25 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ონიშენკო: შვიდი ქართული კომპანია რუსულ ბაზარზე თავისი პროდუქციის გატანას გეგმავს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
„როსპოტრებნადზორმა“ დაადასტურა თავისი მზადყოფნა, გააგზავნოს საქართველოში ექსპერტები იმ საწარმოთა შემოწმების მიზნით, რომლებიც რუსეთში მეღვინეობის პროდუქციის მიწოდების გასაახლებლად მზად არიან. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ.
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:42 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ლებანიძე: „მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა ძალიან დაბალია“ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ჰონკონგში ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსში კომპანია „ქინძმარაულის მარნის“ მიერ გრან-პრის მიღების შემდეგ კომპანიის პარტნიორები მას გაყიდვების გაზრდაში ეხმარებიან. ამის შესახებ commersant.ge-ს კომპანიის დირექტორმა დიმიტრი ლებანიძემ განუცხადა. მისი თქმით, ამგვარი დონის კონკურსში გამარჯვებამ კომპანიის პარტნიორები უფრო სერიოზული თანამშრომლობისკენ უბიძგა. „ეს ჩვენი კომპანიის სერიოზული რეკლამა იყო. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პიარ-კომპანია უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა, ვიდრე გამოფენებზე მონაწილეობა. როდესაც ქვეყანაში პირველად შემოდიხარ და არავინ გიცნობს, აუცილებელია ყველაფერი პიარ-კომპანიით დაიწყო. ხოლო იქ, სადაც შენი პროდუქცის უკვე იყიდება, გამოფენაში მონაწილეობა ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ლებანიძემ.
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:35 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოს ყველაზე დიდი ვალი გერმანიისა და რუსეთის მიმართ აქვს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი ან აღებული კრედიტების მოცულობა 4 252 236 000 დოლარს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 17 ქვეყნის წინაშე ვალი 628 807 000 დოლარს შეადგენს.
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:34 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველო KfW-სა და აზიის განვითარების ბანკისაგან მილიონიან კრედიტებს მიიღებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა საკრედიტო შეთანხმებას დამატებითი კრედიტების გამოყოფის შესახებ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. დოკუმენტს, რომელიც საქართველოსთვის დამატებით 4 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და გერმანული რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) გარემოს დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა არნე გოსმა.
განათავსა - Drakula | 05 დეკ. 2011, 21:53 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოს საბანკო სექტორში მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ 1 ნოემბრისთვის 5.4 მლრდლარიშეადგინა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ 2011 წლის 1 ნოემბრისთვის 5.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 88.5 მილიონი ლარით (1.7 პროცენტით) მეტია.
განათავსა - Drakula | 01 დეკ. 2011, 19:36 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის ღირებულება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება. შესაბამისი ცვლილება შედის კანონში „სალიცენზიო მოსაკრებლებისა და ნებართვების შესახებ“, რომელიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში.
განათავსა - Drakula | 01 დეკ. 2011, 19:33 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 დავით ნარმანია: ორგანიზაციებისთვის საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიბმა პარტნიორობა არ არის ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საგადასახადო კოდექსში მორიგ ცვლილებებს შეიტანენ. საგადასახადო სამსახურებს კერძო კომპანიებში თავისი წარმომადგენლის მიბმის უფლებას ანიჭებენ. მას ბიზნესმენის დაჯარიმების უფლება არა აქვს, მაგრამ მის საქმიანობას უნდა ადევნოს თვალი.
განათავსა - Drakula | 01 დეკ. 2011, 19:07 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 „მაზდა“ ქართულ ბაზარზე შემოდის ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
კომპანია „თეგეტა მოტორსს“ ქართულ ბაზარზე იაპონური ბრენდი „მაზდა“ შემოჰყავს.
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:15 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ნიკა გილაური: წელს საქართველოში პირველად შემცირდა უმუშევრობა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს ხელისუფლებები კარგად ხვდებიან, რომ ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტში 10-პუნქტიანი სამთავრობო გეგმის წარდგენის დროს, იუწყება “GHN“. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე პირველად შემცირდა, თუმცა ხელისუფლებები კარგად აცნობიერებენ, რომ ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრი ღარიბი და უმუშევარი ადამიანია, არის სხვადასხვა პრობლემები.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:04 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 აპრილი 2024
  • English Georgian