aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 სოციალური ქსელების გამოყენება შეიძლება ტვინის განვითარებაზე აისახოს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
როგორც მეცნიერებს მიაჩნიათ, ვირტუალური სოციალური ქსელების გამოყენებას, ალბათ, ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. მეცნიერები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელთა თავისებურებები გააანალიზეს. როგორც BBC გადმოსცემს, გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 125 მოხალისემ, რომლებიც სოციალური ქსელებით აქტიურად სარგებლობენ. მეცნიერებმა თითოეული მათგანის ტვინის სკანირება ჩაატარეს და გასაოცარი ფაქტი დაადგინეს - ადამიანებს, რომლებსაც ტვინის ზოგიერთი ნაწილი უფრო დიდი ჰქონდათ, სოციალურ ქსელშიც „მეგობრების“ უფრო მეტი რაოდენობა ჰყავდათ.
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:50 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მუამარ კადაფი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ყოფილი ლიბიელი ლიდერი მუამარ კადაფი ქალაქ სირტაში ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო რეიტერი ლიბიის გარდამავალი ნაციონალური საბჭოს (გნს) სამხედრო ხელმძღვანელის წარმომადგენელზე დაყრდნობით. გნს-ის საველე მეთაურის მონაცემებით, კადაფმა ორივე ფეხის ჭრილობა მიიღო.
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:49 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 1 | ვრცლად...
 
 დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონად გამოაცხადებენ მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობების უფროსთა საბჭოს სხდომის შედეგებით სამშაბათს, 18 ოქტომბერს, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლების გამარტივებას და მთელი რიგი მრავალმხრიივი და დაახლოებით 100 ორმხრივი დოკუმენტის შეცვლას, რომლებიც დღეისათვის დსთ-ს სივრცეში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს რეგლამენტირებს. დოკუმენტმა მიიღო სახელწოდება „სანქტ-პეტერბურგის ხელშეკრულება“, წერს „Ведомости“.
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 18:22 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მეცნიერებმა ვან გოგის ნახატების გაუფერულების მიზეზი გაარკვიეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მეცნიერები გაოცებულები არიან. იმპრესიონისტთა ნახატები დროის გასვლასთან ერთად უფერულდება! და ახლა უკვე ცნობილი გახდა, რატომ.
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 18:13 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ამერიკელი წინასწარმეტყველი: სამყაროს დასასრული აუცილებლად დადგება მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ცნობილი ამერიკელი მქადაგებელი ჰაროლდ კემპინგი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ სამყაროს დასასრული აუცილებლად დადგება. მან კიდევ ერთხელ განუცხადა თავის თაყვანისმცემლებს, რომ სამყარო 2011 წლის 21 ოქტომბერს 18:00 საათზე (თითოეულ საათის სარტყელში) დაიღუპება. მორიგ აუდიოგზავნილში საიტზე Family Radio Networkკემპინგი ირწმუნება, რომ აპოკალიფსი უკვე შემდეგ პარასკევს დადგება. „ამჯერად, როგორც ჩანს, ეს ყველაფრის ნამდვილი დასასრული იქნება“, - დაამატა მან.
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:49 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 31 ოქტომბრისთვის დედამიწაზე 7 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
31 ოქტომბერს დედამიწის მოსახლეობა 7 მილიარდს მიაღწევს. ეს მოხდება 12 წლის შემდეგ მას მერე, რაც მეექვსემემილიარდე მაცხოვრებელი დაიბადა. იგი გახდა ბოსნიელი ბიჭი, რომელიც სარაევოში 1999 წლის 12 ოქტომბრის ღამით - მის პირველ წუთებში დაიბადა. მეშვიდემემილიარდე მაცხოვრებელს 31 ოქტომბერს, ღამით გამოაცხადებენ. თუმცა ყველასთვის გასაგებია, რომ ვინმე კონკრეტულზე ჩვენება შეუძლებელია, რამდენადაც ყოველ საათში პლანეტაზე 10 ათასი ბავშვი იბადება. არჩეულს ამჯერადაც აუცილებლად დაადგენენ, ვინაიდან უკვე გადაწყვეტილია, რომ 31 ოქტომბერს დედამიწაზე 7 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს.
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:48 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 „ფილიპსი“ მთელ მსოფლიოში 4.5 ათას თანამშრომელს ამცირებს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
გუშინ, 17 ოქტომბერს, ჰოლანდიური ელექტრონიკის გიგანტმა კონცერნმა „ფილიპსმა“ 4.5 ათასი სამუშაო ადგილის შემცირების შესახებ განაცხადა. ეკონომიის სხვა ზომებთან ერთად ეს, როგორც მოსალოდნელია, საშუალებას მისცემს მას, ხარჯები 800 მლნ ევროთი შეამციროს.
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:36 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მაკკეინმა ობამა აშშ-ს ახალ ომში ჩართვაში დაადანაშაულა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის  ბარაკ ობამას გადაწყვეტილება უგანდისთვის 100 სამხედრო პირი გაეგზავნა შესაძლოა ქვეყანა ახალ ომში ჩაითრიოს. ეს განცხადება CNN-ის ეფირში 16 ოქტომბერს გაჟღერდა.  
განათავსა - consul | 17 ოქტ. 2011, 19:35 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ვენესუელას პატიმრებმა 60 მძევალი აიყვანეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ვენესუელაში,  "მინიმას"ციხის  პატიმრებმა 60 ადამიანი აიყვანეს მძევლად, რომელთაგან უმრავლესობა გამოსასწორებელი დაწესებულების მცველები  და მუშაკები არიან. ამის შესახებ Agence France-Presse იუწყება.
განათავსა - consul | 17 ოქტ. 2011, 19:34 | კომენტარები | კრიმინალი | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კადაფთან დაახლოებულმა ტელეარხმა მუამარის უმცროსი შვილის გარდაცვალება დაადასტურა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
სირიულმა ტელეარხმა "არაიმ", რომელიც ლიბიის ყოფილ ლიდერს  მუამარ კადაფს მხარს უჭერდა, კადაფის უმცროსი შვილის პოლკოვნიკის ჰამისის და ლიბიის დაზვერვის ექს– მეთაურის აბდულ ალ–სენუსის სიკვდილი დაადასტურა. ამის შესახებ, 17 ოქტომბერს, Reuters იუწყება.
განათავსა - consul | 17 ოქტ. 2011, 19:34 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 03 მაისი 2024
  • English Georgian