aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 საფრანგეთი ღვინის წარმოების მიხედვით მსოფლიო ლიდერი გახდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
საფრანგეთი მიმდინარე წელს მსოფლიოს უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი გახდა და ამ მაჩვენებლის მიხედვით თავის მთავარ მეტოქეს - იტალიას გაუსწრო. როგორც კვირას, 30 ოქტომბერს, საფრანგეთის მეღვინეობის კოოპერატივთა კონფედერაციის მიერ გავრცელებულ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რესპუბლიკის ტერიტორიაზე 50.2 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო იქნა წარმოებული, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია.
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:42 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 SAAB ჩინური კონცერნი გახდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
შვედური ავტომანქანების სამშენებლო კონცერნი SAAB, რომელიც გაბანკროტების პირას აღმოჩნდა, მთლიანად მიჰყიდეს ჩინელ ინვესტორებს.
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:41 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 შემუშავდა სენსორული ეკრანი თითებისთვის ხელთათმანებში მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
იაპონურმა კომპანია SMK Corporation-მა შეიმუშავა სენსორული ეკრანი, რომლის მართვაც ხელთათმანების მოხსნის გარეშე შეიძლება. ამის შესახებ შეტყობინებულია პრეს-რელიზში საიტზე smk.co.jp.
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:58 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საბაჟო კავშირი მწარმოებლებს სიგარეტებზე „საშინელი“ სურათების განთავსებას დაავალდებულებს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
2014 წელს საბაჟო კავშირის (სკ) ქვეყნებში შეიძლება ძალაში შევიდეს კანონი, რომელიც მწარმოებლებს სიგარეტის კოლოფებზე მოწევის შედეგების სურათების ან ფოტოების დატანას დაავალდებულებს. ამის შესახებ შეტყობინებულია პროექტში „ტექნიკური რეგლამენტი თამბაქოს პროდუქციაზე“, რომელიც საჯარო განხილვისთვის სკ-ის კომისიის საიტზეა ხელმისაწვდომი. დოკუმენტში დაზუსტებულია, რომ მოწევის მავნებლობის შესახებ გაფრთხილებების ესკიზები უკვე მუშავდება ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მიერ.
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:56 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გაიშიფრა საიდუმლო გერმანული საზოგადოების ჩანაწერები მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მათემატიკოსებმა XVIII საუკუნის საიდუმლო მანუსკრიპტის გაშიფვრა შეძლეს, რომელიც ცნობილია როგორც კოპიალის შიფრი (Copiale Cipher). ამის შესახებ შეტყობინებულია სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის საიტზე, რომლის თანამშრომლებიც მუშაობაში მონაწილეობდნენ.
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:54 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Forbes-მა ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი პიროვნებების სია შეადგინა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ჟურნალ Forbes-მა ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ცნობილი პიროვნებების სია შეადგინა. ზედიზედ მეორე წელია, ტოპ-სიას სათავეში ჩაუდგა მაიკლ ჯექსონი, რომლის სიკვდილის შემდგომმა შემოსავალმა წლის განმავლობაში (2010 წლის ოქტომბრიდან) 170 მილიონი დოლარი შეადგინა. 2010 წელს პოპ-მუსიკის ალბომების გაყიდვებიდან და დოკუმენტურ ფილმ „This Is It“-დან მიღებულმა შემოსავლებმა 275 მილიონი დოლარი შეადგინა.
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:52 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მსოფლიოს უძველესი ბანკი სავალო კრიზისის მსხვერპლი გახდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მსოფლიოს უძველესი ბანკი, იტალიური Monte dei Paschi, ინვესტორებს დამატებითი დაფინანსების თხოვნით მიმართავს. როგორც The Wall Street Journal წერს, ბანკი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მის აქტივებში იტალიის სახელმწიფო ვალების არსებობის გამო აღმოჩნდა. Monte dei Paschi-სთვის აუცილებელი ინვესტიციების სიდიდე 2-დან 2.8 მილიარდამდე ევროს შეადგენს. ბანკი იტალიის მთავრობის ერთ-ერთი უმსხვილესი კრედიტორია: მას ქვეყნის სახელმწიფო ვალის 32.5 მილიარდი ევრო ეკუთვნის.
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:52 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კერძო ინვესტორები საბერძნეთის ვალის ნახევრის ჩამოწერას დათანხმდნენ მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა შეძლეს კერძო ინვესტორებთან შეთანხმება ბერძნული ობლიგაციების მიხედვით ვალის 50-პროცენტიანი ნებაყოფლობითი ჩამოწერის თაობაზე. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, მიღწეული შეთანხმებულობის შედეგად შესაძლებელი იქნება 100 მილიარდზე მეტი ევროს ჩამოწერა 210 მილიარდი ოდენობის ვალდებულებებიდან, რომლებიც საბერძნეთის მთავრობას კერძო ბანკების წინაშე მართებს. ქვეყნის სახელმწიფო ვალის საერთო თანხა დაახლოებით 350 მილიარდ დოლარს შეადგენს.
განათავსა - Drakula | 27 ოქტ. 2011, 18:52 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მიწისძვრამ თურქეთში შესაძლოა ვულკანი ნემრუტი გააღვიძოს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
თურქეთში, ვანის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ შეიძლება გაიღვიძოს ვულკან ნემრუტმა, რომელიც ვანის ტბასთან მდებარეობს. ამის შესახებ თურქეთი უნგრეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველომ (RSOE EDIS) გააფრთხილა. აღნიშნულია, რომ თურქეთში არ არის მონაცემები ვანის, მუშისა და ბიტლისის პროვინციებს შორის განლაგებულ მთა ნემრუტის ვულკანური აქტივობის გამოკვლევების შესახებ.
განათავსა - Drakula | 27 ოქტ. 2011, 18:49 | კომენტარები | გარემო | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Amazon-ის მოგება საკუთარი პლანშეტის პრეზენტაციის შემდეგ 73%-ით დაეცა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
უმსხვილესმა ინტერნეტ-მაღაზია Amazon-მა თავისი პლანშეტური კომპიუტერის პრეზენტაციის შემდეგ ერთ თვეში გამოაქვეყნა მონაცემები კვარტლური მოგების 73%-ით შემცირების შესახებ, იტყობინება Reuters. მონაცემების თანახმად, მესამე კვარტალში Amazon.com Inc.-ის მოგებამ 63 მილიონი დოლარი შეადგინა. ერთი წლის წინ იგი 231 მილიონს უდრიდა.
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 20:06 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 03 მაისი 2024
  • English Georgian