aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 საქართველოში შესაძლოა, კიდევ რამდენიმე თავისუფალი ტურისტული ზონა შეიქმნას ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოში თავისუფალი ტურისტული ზონები შესაძლოა, ქობულეთის გარდა, სხვა ტერიტორიებზეც შეიქმნას. 



ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა.


მინისტრმა თავისუფალი ტურისტული ზონების შესაძლო განთავსების ადგილებისა და მათი შექმნის დროის დაკონკრეტება ამ ეტაპზე არ ისურვა. ქობალია მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ სხვა თავისუფალი ტურისტული ზონების ჩამოყალიბების იდეა ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის პროექტის წარმატებულობამ განაპირობა.



მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონასთანდაკავშირებით 52 განაცხადია მიღებული, დეკემბრის დასაწყისში კი 15 სასტუმროს მშენებლობა დაიწყება.


სამშენებლო სამუშაოებზე 1000 კაცი დასაქმდება, სასტუმროების აშენების შემდეგ კი სავარაუდოდ, ამდენივე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.  


ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, იმ კომპანიებს, რომლებიც კონკტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ვერ შეასრულებენ და ობიექტების მშენებლობას პირველ აგვისტომდე ვერ დაასრულებენ, აშენებული სასტუმროები ჩამოერთმევათ.
წყარო - pirweli.com.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_439.html
განათავსა - teo- | 22 ნოემ. 2010, 15:35 | ახალი ამბები »
 

"საქართველოში შესაძლოა, კიდევ რამდენიმე თავისუფალი ტურისტული ზონა შეიქმნას" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 აპრილი 2024
  • English Georgian