aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 საზოგადოება: ცნობილნი გახდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ცნობილნი გახდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები. ტელეარხის 90%-ის კერძო პირს ლევან ყარამანაშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ ტელეკომპანიის გვერდზეა ნათქვამი. დანარჩენი 10%-ის მფლობელი ტელეარხის ამჟამინდელი გენდირექტორი გიორგი გეგეშიძე გახლავთ, რომელმაც ეს თანამდებობა 2009 წლის 5 აპრილს დაიკავა.



„რუსთავი 2“-ის ოფიციალურ გვერდზე ასევე განთავსებულია შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყარამანაშვილი 1971 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა. სხვა ინფორმაცია ამ პიროვნებისა და საქმიანობის შესახებ ცნობილი არ არის.


ყარამანაშვილი ტელეკომპანიის მფლობელის სახით საჯარო რეესტრში 2011 წლის დეკემბრიდან ფიქსირდება. 2010 წლის მარტის მონაცემებით, ტელეკომპანიის მფლობელები იყვნენ კომპანიები „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (30%) და ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია „დეგსონ ლიმიტედი“ (70%).


ინფორმაცია ტელეკომპანიის მფლობელების შესახებ 2011 წლის აპრილში მიღებული საკანონმდებლო პაკეტის შესაბამისად გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ოფშორებში დარეგისტრირებული პირებისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობა აკრძალული იყო. გარდა ამისა, შესწორებებით ყველა ტელეკომპანიას 2012 წლის 1 იავნრამდე მფლობელების შესახებ მონაცემთა გამოქვეყნება დაევალა.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4231.html
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:46 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: ცნობილნი გახდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12209] »
• ტოპ შეთავაზება [372] »
• პროდუქცია და სერვისი [8390] »
• კერძო განცხადება [3149] »
• წევრი საიტზე [2445] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 ფორუმი »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 აგვისტო 2019
  • English Georgian