aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 პოლიტიკა: გაბაშვილი: ივანიშვილმა რესპუბლიკელები და ალასანიას პარტია „გააქრო“ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის აზრით, რესპუბლიკური პარტია და ირაკლი ალასანიას პარტია აღარ არსებობენ. „ეს პარტიები დამოუკიდებელთა სახით გაქრა. საზოგადოებაზე მათი ზეგავლენის გაზომვა შეუძლებელი ხდება. უკვე აღარც რესპუბლიკელები და აღარც ალასანიას პარტია არსებობენ. მათი ყველა ხმა ივანიშვილის ფაქტორმა „გააქრო“, რომელმაც, როგორც ჩანს, გასაგებად აუხსნა ამ პარტიებს, ვინ არის პატრონი. ამ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებელი ხმის ქონის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ივანიშვილის ფუნქცია კი კონსოლიდაციის მიხედვით მისი საფულე გახლავთ“, - განაცხადა გაბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.



მისი თქმით, გამომდინარე აქედან, „რესპუბლიკელები და ალასანია, რომლებსაც პროდასავლური იმიჯი ჰქონდათ, ნელ-ნელა პრორუსულ ორიენტაციას იძენენ“.


„აქედან გამომდინარეობს გაუგებრობები - პარტიამ, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ლაპარაკობდა, უცებ, ფულის ჩარიცხვიდან ერთ კვირაში, იმაზე დაიწყო საუბარი, რომ საქართველო ნატოს ჩამოშორდა და რომ ინტეგრაცია ალიანსში პერსპექტივაა მხოლოდ 30 წლის შემდეგ. ნათელია, რომ არსებობს ერთი მკვეთრად გამოხატული ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ თავისი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, იმიტომ რომ რუსეთი ამას არ გააკეთებს. ამბობს, რომ ჩვენ დასავლეთს რუსულ ოკუპაციაზე არ უნდა ვესაუბროთ და რომ ჩვენ საკუთარი პოზიციები უნდა შევცვალოთ და შევუსაბამოთ იმ პოზიციებს, რომლებიც პუტინს აქვს“, - აღნიშნა გაბაშვილმა.

წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4220.html
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:25 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: გაბაშვილი: ივანიშვილმა რესპუბლიკელები და ალასანიას პარტია „გააქრო“" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 აპრილი 2024
  • English Georgian