aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 საზოგადოება: მიხეილ სააკაშვილი: ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოს მნიშვნელოვანი ამოცანაა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა პედაგოგებს, რომლებიც ჩართულები არიან პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, იტყობინება “GHN“. პრეზიდენტმა მათთან ერთად პროგრამის პირველი წლის შედეგები შეაჯამა და ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის სწავლების მნიშვნელოვნობა და აუცილებლობა აღნიშნა.



„როდესაც თქვენს ზოგიერთ წარმომადგენელს ვხვდებოდი, ვთქვი, რომ თქვენ ქართული სახელმწიფოებრიობის ელჩები ხართ. დღეს საქართველოში არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა ინტეგრაცია, რათა მათ გაათვიცნობიერონ, რომ ერთიანი სახელმწიფოს ნაწილს წარმოადგენენ და მათი ჩაბმა საერთო სახელმწიფო პროცესში“, - თქვა პრეზიდენტმა.


მან აღნიშნა, რომ საქართველოში ნებისმიერ მცხოვრებს ქვეყნის შემადგენელ ნაწილად ყოფნის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.


„გაისად თქვენ ქართველ იდეალისტთა დიდი ჯგუფი შემოგიერთდებათ. ჩვენთან რამდენიმე ათასი ამერიკელი, ავსტრალიელი, პედაგოგები ახალი ზელანდიიდან ჩამოვიდა, რომლებიც უხელფასოდ მუშაობენ. ეს არ მაკვირვებს, რადგან საქართველოში არიან ასეთი იდეალისტები - დიდი ელვარებთ თვალებში, კიდევ უფრო მოტივირებულები და განსაკუთრებულები. შესაძლოა ვინმეს ეწყინოს, მაგრამ თქვენ ნამდვილად საუკეთესო ქართველები ხართ - ყველაფერი მიატოვეთ და აქ იმყოფებით. თქვენ სრულიად უცნობ გარემოში მოხვდით, შესაძლოა დისკომფორტს განიცდით, მაგრამ იცით, რისთვის აკეთებთ ამას. სწორედ ეს არის ნამდვილი გაბედულობა“, - თქვა სააკაშვილმა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4216.html
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:22 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: მიხეილ სააკაშვილი: ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოს მნიშვნელოვანი ამოცანაა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12243] »
• ტოპ შეთავაზება [372] »
• პროდუქცია და სერვისი [8393] »
• კერძო განცხადება [3161] »
• წევრი საიტზე [2484] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 ფორუმი »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 სექტემბერი 2019
  • English Georgian