პედაგოგთა პროფკავშირი ახალ თავმჯდომარეს ბოიკოტს უცხადებს | ![]() | საქართველოს ამბები | |
პედაგოგთა პროფკავშირი ახალ თავმჯდომარეს ბოიკოტს უცხადებს და რიგგარეშე ყრილობის განმეორებით ჩატარებას მოითხოვს. ამის თაობაზე პროფკავშირის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა განაცხადეს შეკრებაზე, რომელიც სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. როგორც პედაგოგთა პროფკავშირის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ეკა ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, ახალი თავმჯდომარე მაია კობახიძე კანონის დარღვევით აირჩიეს, ვინაიდან არჩევნების დროს 203 დელეგატიდან 125-ს პროტესტის ნიშნად არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შედეგები გაყალბებულია. კობახიძის კანდიდატურა თავს მოგვახვია ხელმძღვანელობამ. ჩვენ არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას ვაპირებთ“ - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა. საქალაქო სასამართლოში სარჩელი უახლოეს დღეებში იქნება შეტანილი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_415.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 ნოემ. 2010, 19:14 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.