aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 საზოგადოება: ქართველი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ჩხუბის გამო 15 დღით დააპატიმრეს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ მთავარი რედაქტორის თაკო ფხაკაძის ცემისთვის 15 დღით დააპატიმრეს. ასეთი გადაწყვეტილება თბილისის სამოქალაქო სასამართლომ მიიღო, იუწყება “GHN“. სამართალდამცავებმა მოროშკინა გუშინ, 10 დეკემბერს, დილით დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ თავის კოლეგას, გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ რედაქტორს თაკო ფხაკაძეს ფიზიკურად გაუსწორდა გადაცემა „ნანუკას შოუს“ ჩაწერის შემდეგ, რომელზედაც სხვადასხვა ნომინაციებში პრემიების გადაცემა ხდებოდა.



თავად მოროშკინას თქმით, მან ფხაკაძე მისთვის მიყენებული შეუარცხყოფის გამო სცემა. მან ხაზი გაუსვა, რომ მისთვის უმჯობესია ციხეში ჩაჯდეს, ვიდრე ვინმეს საკუთარი თავის შეუარაცხყოფის უფლება მისცეს.


მოროშკინამ მოყვა, რომ ჩხუბი ერთ-ერთი გადაცემის გადაღების შემდეგ მოხდა, რომელზეც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოებდა წარმოებდა. მოროშკინას წილად ხვდა „ყველაზე უგემოვნოს“ ჯილდო, რამაც თაკო ფხაკაძის მხრიდან გესლიანი სიცილი გამოიწვია.


ამის მერე მოროშკინამ წამყვანს მისთვის სიტყვის მიცემის უფლება სთხოვა.


„მე ვთქვი, რომ, ალბათ, თაკო ფხაკაძე ვერ შედგა როგორც ჟურნალისტი, როგორც პიროვნება, როგორც ჯანმრთელი ქალი. მისი სილიკონებით გაბერილი სახე ირღვევა და მას ყველა იმ ქალის შურს, რომლებიც ცხოვრებაში გზას თავად გადიან, და არა გიგი უგულავას დახმარებით“, - თქვა მოროშკინამ და დაამატა, რომ თავის ადგილას დაბრუნებისთანავე თაკოს დაცინვა მოესმა.


„დაე, მაპატიოს საზოგადოებრიობამ, მივმართავ საზოგადოებრიობასა და სამართალდამცავ ორგანოებს - მე თაკო ფხაკაძე ვცემე“, - განაცხადა მოროშკინამ.


თავის მხრივ, თაკო ფხაკაძემ განაცხადა, რომ პოლიციას უკვე მიმართა.


„ბუნებრივია, სამართალდამცავ ორგანოებში უკვე განვაცხადე. იმის გამო, რომ ლალი მოროშკინა წელს ყველაზე უგემოვნოდ დასახელდა, იგი ჩანგლით ჩემ დაჭრას ცდილობდა... ის მთვრალი იყო“, - თქვა ფხაკაძემ.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4127.html
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2011, 20:04 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: ქართველი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ჩხუბის გამო 15 დღით დააპატიმრეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 19 აპრილი 2024
  • English Georgian