aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: ტექნოგიგანტმა შესაძლოა ნეთბუქებზე უარი თქვას მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კომპანია Samsung 2012 წელს ნეთბუქების გამოშვებაზე უარის თქმას გეგმავს. ამის შესახებ იტყობინება ფრანგული საიტი Blogeee.net წერილზე დაყრდნობით, რომელიც სამხრეთკორეულმა კომპანიამ, თითქოს-და, თავის სავაჭრო პარტნიორებს დაუგზავნა.



წერილში ნათქვამია იმაზე, რომ Samsung აპირებს გადახედოს სტრატეგიას პორტატიულ კომპიუტერებთან მიმართებაში. 2012 წლის პირველ კვარტალში კომპანია თავისი ასორტიმენტიდან ამოიღებს 10.1 დიუმიანი ეკრანების მქონე ნოუთბუქების ხაზს. ამის ნაცვლად აქცენტი გაკეთდება 11.6 და 12 დიუმიანი ეკრანების მქონე მოდელებზე, ასევე „ულტრაბუქებზე“ - ზეთხელ ნოუთბუქებზე პლატფორმაზე Intel Sandy Bridge.


სიახლის გამოქვეყნების მომენტისათვის არსებული მდგომარეობით Samsung-ს ამ ინფორმაციის არც ოფიციალური დადასტურება, არც უარყოფა არ შემოუთავაზებია.


ნეთბუქებს, ჩვეულებრივ, აკუთვნებენ პორტატიულ ნოუთბუქებს პროცესორ Intel Atom-ის ბაზაზე და 7-12 დიუმის დიაგონალის ეკრანით. ყველაზე მეტად გავრცელებულია 10 დიუმიანი ეკრანების მქონე მოდელები. ნეთბუქების მთავარი უპირატესობებია დაბალი ფასი და ხანგრძლივი მუშაობის უნარი ბატარეაზე.


ბოლო წლებში ნეთბუქები პლანშეტების მხრიდან ძლიერ კონკურენციას განიცდის. პლანშეტები, ინარჩუნებს რა ნეთბუქების მრავალ ღირსებას, უფრო კომპაქტური და ნაკლები წონისაა. ანალიტიკური კომპანია Gartner-ის მონაცემებით, რომლებიც 2011 წლის სამ კვარტალს მოიცავს, დასავლეთ ევროპაში ნეთბუქების გაყიდვები წლის განმავლობაში 40 პროცენტით დაეცა.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4018.html
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:18 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: ტექნოგიგანტმა შესაძლოა ნეთბუქებზე უარი თქვას" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian