| დღეს საქართველო-პოლონეთის ბიზნეს შეხვედრა გაიმართება | | ბიზნესი და ეკონომიკა | |
დღეს, "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, პოლონეთის ექსპორტიორთა ასოციაციისა და კომპანია "Eurossociates" ორგანიზებით, საქართველო-პოლონეთის ბიზნესშეხვედრა გაიმართება.ორდღიანი შეხვედრა სემინარის სახით წარიმართება. ის ორდღიანი იქნება. სემინარის ფარგლებში, 19 ნოემბერს გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის. პოლონეთის მხრიდან წარმოდგენილი იქნება 8 კომპანია შემდეგი სფეროებიდან: ავეჯის წარმოება, ავტომობილების ინდუსტრია, მშენებლობა, მეტალურგია, კვების მრეწველობა, დაზღვევა და საკონსულტაციო მომსახურება. შეხვედრაზე პოლონეთის დელეგაციას ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გრაცინა ჰენცლევსკა უხელმძღვანელებს. წყარო - ghn.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_397.html
| |||
| განათავსა - teo- | 18 ნოემ. 2010, 11:49 | ახალი ამბები » | |||

| სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.