aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 ფოთში ახალი პორტის მშენებლობაა დაგეგმილი ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 

ფოთის პორტი ახალი პორტის პროექტის განხილვას იწყებს. პროექტთან დაკავშირებით დღეს ნაბადას რაიონის მაცხოვრებლებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრები ეწყობა სამეცნიერო კვლევების სფეროში მოღვაწე ფირმა „გამას“ ინიციატივით, რომელიც ახალი პორტის გარემოზე ზემოქმედებასთან და სოციალურ ეფექტებთან დაკავშირებით დასკვნას მოამზადებს.



როგორც პორტში აცხადებენ, ახალი პორტის მშენებლობის საკითხი გადამწყვეტ ფაზაში მომავალი წლიდან შევა.


პორტის აქციათა 100% საინვესტიციო სააგენტო „RAKIA“-ს ეკუთვნის. საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიამ უკვე შეასრულა ნაწილი საინვესტიციო ვალდებულებებისა და აგრძელებს საინვესტიციო პროექტებზე მუშაობას. კერძოდ, ხორციელდება ახალი პორტის კონტეინერული ტერმინალის მშენებლობის, მოქმედი დამცავი მოლოს რეაბილიტაციისა და ახალი მოლოს მშენებლობის პროექტები.


2011 წლიდან პორტის მიერ მოწვეულ კონსულტანტ-ინჟინერთა ჯგუფი ტერმინალის დიზაინის დეტალების დაგეგმვას შეუდგება. მოცემული ჯგუფი კონტეინერული ტერმინალის მშენებლობის მონიტორინგს განახორციელებს. მშენებლობის პროცესი 2014 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს. ტერმინალის მუშაობისათვის ახალი საავტომობილო გზა და სარკინიგზო ხაზებია აუცილებელი. ქართული კვლევითი კომპანია „გამა“, თავის საერთაშორისო ასოციაცია „ენვირონთან“ ერთად, ტერმინალის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედებასთან და სოციალურ ეფექტებთან დაკავშირებით მოამზადებს შესაბამის დასკნას. 

წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_394.html
განათავსა - Drakula | 17 ნოემ. 2010, 19:03 | ახალი ამბები »
 

"ფოთში ახალი პორტის მშენებლობაა დაგეგმილი" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 07 მაისი 2024
  • English Georgian