aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 ეკონომიკა: ქობალია: 2010 წლის დასაწყისიდან საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში საქართველო-რუსეთის ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ დაფიქსირდა, მთავრობის ეფექტური და კოორდინირებული მუშაობის შედეგია, - განაცხადა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ. მისი თქმით, საქართველომ არა მხოლოდ გამოწვევები დაძლია, არამედ 2010 წლის დასაწყისიდან ეკონომიკური ზრდა აჩვენა.



„2010 წელს მშპ-ს რეალურმა ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა. საჭიროა აღინიშნოს, რომ ზრდა მშპ-ს პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაფიქსირდა. განსაკუთრებული ზრდა იყო გადამამუშავებელ მრეწველობაში (20.3%), ფინანსურ სექტორში (14.7%), ვაჭრობაში (14.1%), სასტუმრო და სარესტორანო ბიზნესში (12.9%). ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და 2011 წლის ექვსი თვის მონაცემებით მშპ-ს ზრდამ 5.2% შეადგინა“, - განაცხადა მინისტრმა.


ქობალია ირწმუნება, რომ ეკონომიკური ზრდის წყალობით ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდა: შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, მეტმა ადამიანმა სტაბილური შემოსავალი მიიღო, რაც, მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.


„ამას გარდა, გაიზარდა ხელფასები, საშუალოდ, 13.6%-ით. პოზიტიური ტენდენციები ბიზნესის განვითარების სფეროშიც აღინიშნა: 2010 წელს წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 14.2%-ით გაიზარდა“, - განაცხადა ქობალიამ.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3901.html
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2011, 21:35 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: ქობალია: 2010 წლის დასაწყისიდან საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 27 აპრილი 2024
  • English Georgian