aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 ეს საინტერესოა: ცნობილი ევროპული აეროპორტები მსოფლიოში ყველაზე ცუდი აეროპორტების რეიტინგში პირველ სტრიქონებზე მოხვდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
შარლ დე გოლის სახელობის პარიზის აეროპორტი მსოფლიოს ყველაზე ცუდი აეროპორტების ათეულს ჩაუდგა სათავეში. რეიტინგი CNNGo.com-მა ინტერნეტ-ფორუმების, მოგზაურობების საიტების, ბლოგებისა და მოსაზრებათა გამოკითხვის შესწავლის შედეგად შეადგინა. მოგზაურები უჩიოდნენ იმას, რომ ამ აეროპორტის ტუალეტებში არ არის საჯდომები, დიდი პრობლემებია ნავიგაციასთან და ყველაზე ცუდი კაფეები და რესტორნებია მთელ საფრანგეთში. ერთ-ერთმა, ვინც აეროპორტშია ნამყოფი, მასში გადაჯდომის მოლოდინი ციხის კამერაში ყოფნას შეუდარა.



ამას გარდა, ყველაზე ცუდი აეროპორტების სამეულში შევიდა ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი და ლონდონის ჰიტროუ. ლოს-ანჯელესის აეროპორტის მისამართით ძირითადი პრეტენზიები მდგომარეობს იმაში, რომ იგი მეტისმეტად პატარაა და მისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არც თუ ისე კარგია. რაც შეეხება ჰიტროუს, იგი რეიტინგში ასე მაღლა ახალ ტერმინალთან, უზარმაზარ რიგებთან და პარკირების მძიმე სიტუაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო აღმოჩნდა.


ყველაზე ცუდი აეროპორტების ხუთეულს ასრულებს ტონკონტინის აეროპორტი ჰონდურასში და ნინოია აკინოს სახელობის აეროპორტი ფილიპინებზე. ასევე ყველაზე ცუდი აეროპორტების ათეულში თითო-თითო აეროპორტი მოხვდა ნეპალიდან, კენიიდან, ბრაზილიიდან და ავსტრალიიდან და ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ნიუ-იორკში.


2011 წლის მარტში საჰაერო ტრაფიკის ევროპულმა რეგულატორმა - Eurocontrol-მა მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების რეიტინგი შეადგინა. მასში პირველი ადგილი სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტმა ჩანგიმ დაიკავა. ჰიტროუ აღნიშნულ რეიტინგში 99-ე, ხოლო შარლ დე გოლის აეროპორტი - 137 ადგილზე აღმოჩნდა.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3894.html
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 20:03 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: ცნობილი ევროპული აეროპორტები მსოფლიოში ყველაზე ცუდი აეროპორტების რეიტინგში პირველ სტრიქონებზე მოხვდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 1
ხმები: 1


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 03 მაისი 2024
  • English Georgian