aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 ეს საინტერესოა: წიგნში პეპი გრძელი წინდას შესახებ რასიზმის ნიშნები აღმოაჩინეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის წიგნი „პეპი გრძელი წინდა“ რასიზმის ნიშნებს შეიცავს და „კოლონიალური რასისტული სტერეოტიპებითაა“ სავსე, განაცხადა თეოლოგმა ესკე ვოლრადმა ევანგელისტი ქალების გერმანული ასოციაციიდან. „საქმე არა იმაშია, რომ თავად ფიგურა პეპი გრძელი წინდა რასისტულია, არამედ იმაში, რომ ტრილოგიის სამივე წიგნი კოლონიალური რასისტული სტერეოტიპებით არის სავსე“, - აციტირებს ვოლრადს შვედური ინტერნეტ-გამოცემა The Local.



ვოლრადმა აღნიშნა, რომ გამომცემლებმა უკვე შეცვალეს ერთ-ერთ წიგნში მთავარი გმირის მამა - „ზანგთა მეფის“ მაგივრად წიგნში გაჩნდა „სამხრეთ ზღვის მეფე“. მაგრამ პრობლემური სხვა წიგნის ფრაგმენტებიც რჩება, მიაჩნია ვოლრადს.


„წიგნში შავი ბავშვები თეთრი ბავშვების თვალწინ ერთმანეთს ქვიშას ესვრიან. როდესაც წიგნს ჩემს ნათესავს ვუკითხავდი, რომელიც შავკანიანია, ეს ეპიზოდი უბრალოდ გამოვტოვე“, - თქვა ვოლრადმა და აღნიშნა, რომ იგი წიგნს მთლიანობაში ვერაფერს უსაყვედურებს. პირიქით, მასში ძალიან ბევრი პოზიტიური მხარეა: მაგალითად, ძლიერი ქალის ხასიათი, ბავშვების პასუხისმგებლობა საკუთარი საქციელისთვის, პროტესტი ცხოველების მიმართ სისასტიკის წინააღმდეგ, ხელისუფლებების კრიტიკა, მაიჩნია ვოლრადს.


რაც შეეხება იმ ეპიზოდებს, რომელთა წაკითხვა შავკანიანი ბავშვებისთვის უხერხულია, ვოლრადის აზრით, კარგი იქნებოდა წიგნებში ყოფილიყო შენიშვნები, რომლებიც რასისტული გამოთქმების კონტექსტს ახსნიდა. ამდაგვარად, ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ისწავლიდნენ ცხოვრებას მულტიკულტურულ საზოგადოებაში.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3890.html
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 20:01 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: წიგნში პეპი გრძელი წინდას შესახებ რასიზმის ნიშნები აღმოაჩინეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 03 მაისი 2024
  • English Georgian