aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 პოლიტიკა: იტალია ბერლუსკონის გადადგომას მოესწრო მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ქვეყნის პრეზიდენტს ჯორჯო ნაპოლიტანოს გადადგომის შესახებ თხოვნა გადასცა, რომელიც დაკმაყოფილებულ იქნა, იტყობინება „РБК“. ბერლუსკონიმ მთავრობის უფროსის თანამდებობის დატოვების დაპირება შეასრულა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პარლამენტი ხმას მისცემს ბიუჯეტს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამბავს ბერლუსკონის გადადგომის შესახებ მისი ასობით მოწინააღმდეგე სიხარულით შეეგება: ისინი რომის ცენტრში შეიკრიბნენ, რათა „იტალიის გათავისუფლება“ ეზეიმათ.



მანამდე პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაციისკენ არის მიმართული. პარასკევს, 11 ნოემბერს, დოკუმენტმა მოწონება პარლამენტის ზედა პალატაშიც დაიმსახურა.


ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბერლუსკონის შესაძლო მონაცვლე არის ყოფილი ევროკომისარი მარტიო მონტი. მონტის კანდიდატურასთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნება მისი პოლიტიკური პროგრამის შესწავლისა და ახალი მთავრობის შემადგენლობის შესახებ მოლაპარაკებების შემდეგ.


სილვიო ბერლუსკონი შუალედებით იტალიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს დაახლოებით 8 წელი ასრულებდა. ამ წლების განმავლობაში ქვეყანამ 1.9 ტრლნ ევროს ოდენობის ფანტასტიკური ვალი დააგროვა, ხოლო თავად მთავრობის უფროსი სკანდალების, მათ შორის სექსუალური სკანდალების მთელი სერიით აღინიშნა.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3886.html
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 19:47 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: იტალია ბერლუსკონის გადადგომას მოესწრო" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 03 მაისი 2024
  • English Georgian