aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 პოლიტიკა: გერმანია: გეყოთ მთელი ევროპის კვება მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
გერმანიის ათასობით მოქალაქემ შაბათს, 12 ნოემბერს, მონაწილეობა მიიღო მორიგ საპროტესტო აქციებში, რომლებიც ხელისუფლებათა ფინანსური პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. მხოლოდ მაინის ფრანკფურტზე, რომელიც გფრ-ის ეკონომიკურ დედაქალაქად მიიჩნევა, დაახლოებით 10 ათასი მომიტინგე შეიკრიბა, რომლებმაც ცოცხალი ჯაჭვით გარს შემოეხვივნენ ქალაქის საქმიან კვარტალს, სადაც მსხვილი ბანკებია განლაგებული. ბერლინში დემონსტრაციებში დაახლოებით 8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.



მონაწილეების რიცხვის გაზრდა „იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს ყელში ამოუვიდათ სიტუაცია, როდესაც პოლიტიკა ფინანსურ ბაზრებზე დამოკიდებული ხდება, ხოლო დიდ ბანკებს მთელი საზოგადოებების შანტაჟირება შეუძლიათ“.
გერმანელებს არ სურთ მთელი ევროპის კვება და მიტინგზე გამოვიდნენ.


მომიტინგეები, რომელთა შორისაა ანტიგლობალისტები, ეკოლოგები, პროფკავშირთა წარმომადგენლები, ამგვარად, ხელისუფლებათა ფინანსური პოლიტიკით თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავენ და იმედოვნებენ „გფრ-ის მთავრობაზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა მან ამჟამინდელი ფინანსური კრიზისიდან შორს მიმავალი დასკვნები გააკეთოს“.


ამას გარდა, დემონსტრაციების მონაწილეები სამუშაო დღის ხანგრძლივობის სერიოზულ შემცირებას, ღირსეულ ხელფასსა და ფინანსური სისტემის დემოკრატიზაციას მოითხოვენ.


ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია მანიფესტანტების ერთ-ერთი ლოზუნგი: „ხალხს არ უნდა ეშინოდეს თავისი მთავრობისა, ეს მთავრობას უნდა ეშინოდეს თავისი ხალხისა“.


შეგახსენებთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გერმანიაში კიდევ ერთი მოძრაობა გაჩნდა, რომელიც ევროზე უარის თქმასა და მარკის დაბრუნებას მოითხოვს. ამ ლოზუნგის ქვეშ მთელი პარტიაც კი შეიქმნა.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3885.html
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 19:46 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: გერმანია: გეყოთ მთელი ევროპის კვება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 03 მაისი 2024
  • English Georgian