aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 პოლიტიკა: რასმუსენი: 2012 და 2013 წლების არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის გამოცდა გახდება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის გამოცდა გახდება, განაცხადა გუშინ, 9 ნოემბერს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ნატოს გზაზე საქართველო დემოკრატიულ რეფორმებს უნდა „აძლიერებდეს“ და „საამომრჩევლო კანონმდებლობა ქვეყანაში ნორმალური სამოქალაქო საზოგადოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი გზაა“.



„ნატო საქართველოში რეფორმებს მხარს უჭერს, ჩვენ ვეხმარებით მათ განხორციელებაში და ეს ყველა ერთობლივი ძალისხმევა ქვეყანას ალიანსში მოიყვანს“, - ხაზი გაუსვა რასმუსენმა.


მან აღნიშნა, რომ ნატოს ყოველწლიური შეფასებები „მკაფიოდ“ მიუთითებს საქართველოს განვითარებაზე რეფორმებისა და ნატოს სტანდარტების მიმართულებით.


„საქართველო ამ გზაზე ნაბიჯს ნაბიჯზე დგამს. პროგრესი სახეზეა, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროა გარკვეული სამუშაოს ჩატარება“, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.


რასმუსენმა ხაზი გაუსვა, რომ ჯერჯერობით საქართველოს ნატოში გაწევრიანების ზუსტი თარიღის დასახელება არ შეუძლია, ვინაიდან ყველაფერი რეფორმებზე და დემოკრატიული რეფორმების გზაზე პროგრესზეა დამოკიდებული.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3875.html
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2011, 18:57 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: რასმუსენი: 2012 და 2013 წლების არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის გამოცდა გახდება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 მაისი 2024
  • English Georgian