aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 შოუ-ბიზნესი: The Beatles-ის ალბომების გარეკნები ყველაზე ძვირადღირებულებად აღიარეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კოლექციონერთათვის განკუთვნილ ჟურნალ Record Collector-ის ვერსიით, The Beatles-ის ალბომების ხუთი გარეკანი ყველაზე ძვირადღირებულთა ათეულში შევიდა. ამის შესახებ წერს ბრიტანულ გაზეთი The Telegraph.
სიაში პირველ ადგილზეა ალბომ „Sgt Pepper's Lonely Hearts Club Band“-ის გარეკნის ვარიანტი, რომელიც 1967 წელს დაახლოებით 100 ეგზემპლარის ტირაჟით გამოვიდა. ორიგინალურ ილუსტრაციაზე ჩანაწერში მონაწილე მუსიკოსების სახეები ხმის ჩამწერ კომპანია Capitol Records-ის თანამშრომელთა პორტრეტებით შეიცვალა. კოლექციონერები გარეკანს 70 ათას ფუნტად აფასებენ.



ათჯერ უფრო ნაკლები ღირს 1968 წელს გამოსული „თეთრი ალბომის“ სანომერო კონვერტები 1-დან 10 ნომრის ჩათვლით: მათ მეორე ადგილი უკავია. ათეულში ასევე აღმოჩნდა The Beatles-ის ალბომების - „Introducing The Beatles“-ის (მეოთხე ადგილი), „Yesterday And Today“-ის (მერვე ადგილი) გარეკნები და ერთობლივი ფირფიტა „The Beatles & Frank Ifield On Stage“-ის კონვერტი (მეხუთე ადგილი).


მესამე ადგილზეა დიზაინერ ენდი უორჰოლომის მიერ 1950-იანი წლების დასაწყისში შექმნილი გარეკნები. ეს არის ფირფიტები მარგარიტა მადრიგალის ესპანური ენის შემსწავლელი კურსებით „Magic Key To Spanish“ და რადიოგადაცემებით დანაშაულებრიობაზე „The Nation's Nightmare“. ისინი 3 ათასიდან 3.5 ათას ფუნტამდე ოდენობის თანხად ფასდება.


ჟურნალ Record Collector-ის რედაქტორმა გამოცემასთან საუბრის დროს მოყვა, რომ მას ხშირად ეკითხებიან, რატომ არსებობს დღემდე ვინილის ფირფიტები, როცა არის ფორმატი MP3. „ერთ-ერთი პასუხია გამოსახულება: ადამიანებს მოსწონთ ხელში ფირფიტის დაჭერა, გარეკანზე ყურება, ინფორმაციის შესრუტვა და ფოტოსურათების დათვალიერება. ამას MP3 ვერასდროს გაუწევს პაექრობას“, - ახსნა იენ მაკანმა.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3826.html
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:37 | ახალი ამბები »
 

"შოუ-ბიზნესი: The Beatles-ის ალბომების გარეკნები ყველაზე ძვირადღირებულებად აღიარეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 აპრილი 2024
  • English Georgian