aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

 ეკონომიკა: გილაური: ამჟამად საქართველოში ინვესტირების საუკეთესო დროა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს მიაჩნია, რომ ამჟამად საქართველოში ინვესტირებისათვის საუკეთესო დროა. ამის შესახებ გილაურმა პარასკევს, 28 ოქტომბერს, ქართულ-უკრაინულ ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა უკრაინულ დელეგაციას ვიცე-პრემიიერ სერგეი ტიგიპკოსთან სათავეში გააცნო ქვეყანაში გატარებული რეფორმები და აღნიშნა, რომ „მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა წლის დასაწყისში პროგნოზირებადი 5.5%-ის ნაცვლად 6%-მდე გაიზრდება“.



„6%-იანი ეკონომიკური ზრდა ყველაზე პესიმისტური პროგნოზია და ვფიქრობთ, რომ 2011 წლის ბოლოსთვის საქართველოში ეკონომიკის 6.5-6.7%-იანი ზრდა დაფიქსირდება, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება“, - შენიშნა პრემიერმა.


ამასთან ერთად, პრემიერი ასევე საუბრობდა საგადასახადო რეფორმებზე, ბიზნეს-კლიმატსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.


„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა წარმატება კორუფციასთან ბრძოლაში. ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ პრობლემის მოხსნა გახდებოდა შესაძლებელი, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრა შევძელით და დღეისათვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანაა. პირდაპირ ვიტყვით, რომ ამ რეფორმების ხარჯზე საქართველო რეგიონულ ცენტრად ყალიბდება“, - განაცხადა გილაურმა.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3777.html
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:37 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: გილაური: ამჟამად საქართველოში ინვესტირების საუკეთესო დროა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 აპრილი 2024
  • English Georgian