aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 ეს საინტერესოა: Forbes-მა ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი პიროვნებების სია შეადგინა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ჟურნალ Forbes-მა ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ცნობილი პიროვნებების სია შეადგინა. ზედიზედ მეორე წელია, ტოპ-სიას სათავეში ჩაუდგა მაიკლ ჯექსონი, რომლის სიკვდილის შემდგომმა შემოსავალმა წლის განმავლობაში (2010 წლის ოქტომბრიდან) 170 მილიონი დოლარი შეადგინა. 2010 წელს პოპ-მუსიკის ალბომების გაყიდვებიდან და დოკუმენტურ ფილმ „This Is It“-დან მიღებულმა შემოსავლებმა 275 მილიონი დოლარი შეადგინა.



2011 წლის რეიტინგში მეორე ადგილი Forbes-ის მსგავსი სიების ხშირმა სტუმარმა, როკ-ენ-როლის მეფემ ელვის პრესლიმ დაიკავა. ჩანაწერებისა და მუსიკოსის მონაწილეობით სხვა მასალების რეალიზაციამ მის მემკვიდრეებს 55 მილიონი დოლარი მოუტანა. პრესლის სიაში მოსდევს მერილინ მონრო, რომელმაც 27 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი „მიიღო“.


ამას გარდა, მდიდარი გარდაცვლილი პიროვნებების სიაში მოხვდა The Beatles-ის ორი მონაწილე: ჯონ ლენონი (მე-5 ადგილი და 12 მილიონი დოლარი) და ჯორჯ ჰარისონი (მე-13 ადგილი და 6 მილიონი). რეიტინგის „ახალბედებს“ შორის შეიძლება აღინიშნოს ელიზაბეტ ტეილორი, რომელიც 2011 წლის მარტში გარდაიცვალა და რომელიც უმდიდრესი გარდაცვლილი ვარსკვლავების სიაში მეხუთე ადგილზე მოხვდა (მან ეს პოზიცია ლენონთან გაიყო, ვინაიდან ასევე 12 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი „მიიღო“).


Forbes ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ადამიანების სიას ყოველწლიურად ჰელოუინის წინადღეებში ადგენს, რომელიც 1 ნოემბრის ღამით აღინიშნება.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3767.html
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:52 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: Forbes-მა ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი პიროვნებების სია შეადგინა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 მაისი 2024
  • English Georgian