aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 ეკონომიკა: ავსტრია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ავსტრიის მთავრობა საქართველოსთან ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული. ამის შესახებ ოთხშაბათს, 25 ოქტომბერს, ვენაში ქართველ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა ავსტრიის ეკონომიკის მინისტრმა რაინჰოლდ მიტერლენერმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფროსთან ვერონიკა ქობალიასთან (ნაჩვენებია თბილისური ტელეარხების მიერ) შეხვედრის დასრულების შემდეგ. მიტერლენერმა აღნიშნა, რომ „საუბარია კონკრეტულ სფეროებზე, კერძოდ, ავსტრიულ ინვესტიციებზე საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ტურიზმისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში“. მინისტრმა აღნიშნა, რომ „ავსტრიას „მწვანე“ ენერგეტიკაში დიდი გამოცდილება აქვს, რაც ძალიან გამოსადეგი იქნება საქართველოსთან თანამშრომლობაში“.



თავის მხრივ, ქობალიამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „ავსტრია სამთავრობო დონეზე გეგმავს შავი ზღვისპირეთის ქვეყნებში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას და, ამავე დროს, მხარს უჭერს კერძო კომპანიებს მათ მიერ საქართველოს ბაზარზე უფრო აქტიურად გასვლის გეგმებში“.


უფრო ადრე, კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისში, ავსტრიაში ვიზიტის შედეგების მიხედვით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „შავი ზღვისპირეთის რეგიონი, კერძოდ, საქართველო „ავსტრიის ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“. ვენაში ავსტრიის ვიცე-კანცლერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიქაელ შპინდელეგერთან შეხვედრის შემდეგ ვაშაძემ აღნიშნა, რომ „ავსტრიის მთავრობის მხრიდან ამ ქვეყნის ბიზნესმენებს საქართველოში პროექტების განხორციელების თვალსაზრისით დიდი მხარდაჭერა და წაქეზება აქვთ“.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3756.html
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 20:06 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: ავსტრია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 16 აპრილი 2024
  • English Georgian