aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 პოლიტიკა: ჯოზეფ ბაიდენმა შესაძლოა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, რომელმაც უკვე დაადასტურა გაისად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობაში ბარაკ ობამას მხარდაჭერის მზადყოფნა, არ გამორიცხავს საკუთარი თავისთვის 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. „ამ საკითხში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მომიწევს“, - განაცხადა შეერთებული შტატების მეორე პირმა ტელეარხ CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში.



ვიცე-პრეზიდენტმა აღიარა, რომ მიუხედავად თავისი ასაკისა (ბაიდენი ახლა 68 წლისაა), იგი „შესაძლოა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში საუკეთესო ფორმაში იმყოფება“. „თავს მშვენივრად ვგრძნობ. მე მომწონს ჩემი სამსახური. და მანამ, სანამ მექნება ასეთი შესაძლებლობა, ამ სამსახურით ვიქნები დაკავებული“, - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა.


ჯოზეფ ბაიდენი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ორჯერ იყრიდა კენჭს - 1988 და 2008 წლებში. თუ პირველი კამპანიის დროს მისი შანსები შეფასებული იყო როგორც საკმაოდ მაღალი, სამი წლის წინ დემოკრატი პოლიტიკოსი არც კი განიხილებოდა საპრეზიდენტო რბოლის ერთ-ერთი ლიდერის სახით.


ბაიდენის საწინააღმდეგოდ სტატისტიკაც მეტყველებს: აშშ-ის ისტორიის მანძილზე სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე 70 და მეტი წლის ასაკის კანდიდატი არასდროს არჩეულა.


არჩევნების მომენტისთვის ბაიდენს 73 წელი შეუსრულდება. ერთი წლით უმცროსი გახლდათ ჯონ მაკეინი, რომელმაც დაუთმო 2008 წელს თეთრი სახლის მოქმედ პატრონს ბარაკ ობამას.


აშშ-ის ყველაზე ასაკიანი პრეზიდენტი იყო რონალდ რეიგანი, რომელიც თანამდებობის დაკავების მომენტში 69 წლის გახლდათ. რეიგანს თანამდებობა ორი ვადის განმავლობაში ეკავა და მან თეთრი სახლი 78 წლის ასაკში დატოვა.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3726.html
განათავსა - Drakula | 24 ოქტ. 2011, 21:12 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ჯოზეფ ბაიდენმა შესაძლოა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 მაისი 2024
  • English Georgian