aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 ეკონომიკა: გიორგი პერტაია: „პროფკავშირი“ თავისი არსებობის გამართლებას ცდილობს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
რამდენიმე ადამიანმა წააქეზა მეტალურგიულ საწარმო „ჰერკულესის“ თანაშმრომლები იმისათვის, რომ საკუთარი არსებობა გაემართლებინა. ამის შესახებ აცხადებს ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი პერტაია.



შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს ქარხნის 100-მდე თანამშრომელმა მოაწყო გაფიცვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სამუშაოდ დათხოვილი 17 თანამშრომლის აღდგენის მოთხოვნით. 15 სექტემბერს პოლიციამ აქცია დაშალა. გიორგი პერტაიას თქმით, საქართველოში არსებობს შრომის კანონის კოდექსი, მაგრამ, სხვა მხრივ, არის ბიზნესი, რომელიც ამ ადამიანებს ასაქმებს, მათ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება. ხოლო თუ ეს ხელშეკრულებები ირღვევა, ამისათვის სასამართლო არსებობს.


„თუ ხელშეკრულება ხელმოწერილია და შენ უკვე დაეთანხმე გარკვეულ პირობებს, მერე უკვე აღარ გაქვს უფლება, ამ პირობებზე უარი თქვა. ის, რაც ხდებოდა, თანამშრომელთა მიტინგები, ხოლო შემდეგ პროფკავშირთა ჩარევა, ძალიან ჰგავდა წინა საუკუნის დასაწყისის ამერიკას, როდესაც პროფკავშირული ორგანიზაციები აქტიურ მოძრაობას იწყებდნენ... რამდენიმე ადამიანმა წააქეზა თანამშრომლები იმისათვის, რომ საკუთარი არსებობა დაემტკიცებინათ“, - ამბობს პერტაია. მისი თქმით, თანამშრომელთა ნაწილი შეუთანხმდა საწარმოს მენეჯერებს გარკვეული პირობების თაობაზე.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3590.html
განათავსა - Drakula | 07 ოქტ. 2011, 19:19 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: გიორგი პერტაია: „პროფკავშირი“ თავისი არსებობის გამართლებას ცდილობს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian