aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 ეკონომიკა: ირაკლი ლექვინაძე: სტრატეგიული ობიექტების აქციათა გაყიდვა მათ გამჭვირვალობას გაზრდის ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს მთავრობა გეგმავს ლონდონის, ვარშავისა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე რკინიგზისა და მაგისტრალური გაზსადენის აქციები განათავსოს, ხელისუფლებები ამ კომპანიებში თავიანთ წილს 51%-მდე ამცირებენ. ამ დროს, პოლიტიკურ რისკებზე საუბრისას ოპონენტები გადაკვრით მიუთითებენ რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ კომპანიებზე.



ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე აქციების გაყიდვაში პოლიტიკურ საშიშროებას ვერ ხედავს, რადგან კომპანიების საკონტროლო პაკეტები კვლავინდებურად სახელმწიფოს ხელშია და ყველა გენერალური გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს, ინვესტორები კი მხოლოდ დივიდენდებს მიიღებენ. „მთავარია, რომ სახელმწიფომ ეს ობიექტი სრულად არ განახორციელოს და ამის შესახებ კანონშიც მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.


მისი თქმით, ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ გასაყიდი აქციების პაკეტი მხოლოდ ერთი კომპანიის ხელში აღმოჩნდეს, ვინაიდან ასეთი განთავსების დროს ფასიანი ქაღალდების მყიდველები ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფი ხდება.


„ამ პროცესის შედეგად ქართული კომპანიები ვალდებულნი იქნება, განსაზღვრული პერიოდულობით გამოაქვეყნონ ფინანსური ანგარიშები და ეს გაზრდის მათ გამჭვირვალობას, ასევე წილის გაყიდვა ამ კომპანიებს მოდერნიზაციისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს. პირველადი წარმატებული განთავსება კარგი სიგნალი იქნება ინვესტორებისათვის. კრიზისის ფონზე მსოფლიო ბაზრებზე წარმატებული განთავსებისთვის მნიშვნელოვანია მოხერხებული დროის არჩევა, არსებული კრიზისები შესაძლოა კარგიც კი იყოს ბირჟებზე ჩვენი ტიპის ქვეყნების კომპანიების განთავსებისთვის, რადგანაც ასეთ ქვეყნებში კრიზისის გავლენა პატარაა“, - აცხადებს ლექვინაძე.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3551.html
განათავსა - Drakula | 04 ოქტ. 2011, 20:46 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: ირაკლი ლექვინაძე: სტრატეგიული ობიექტების აქციათა გაყიდვა მათ გამჭვირვალობას გაზრდის" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 05 მაისი 2024
  • English Georgian