aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

 პოლიტიკა: ჟან-კლოდ მინიონი: რუსეთმა რეზოლუციებით დადებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
PACE-ს ახალი პრეზიდენტი ჟან-კლონ მინიონი სრულიად ეთანხმება იმ რეზოლუციებს, რომლებიც 2008 წლის შემდეგ საქართველო-რუსეთის ომის მიხედვით ორგანიზაციის მიერ იქნა მიღებული. „ვფიქრობ, რეზოლუციებით დადებული ვალდებულებები აუცილებლად უნდა შეასრულოს ევროპის საბჭოს ყველა წევრმა, მათ შორის რუსეთმაც. საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია და ეს ევროპის საბჭოს არა ერთხელ დაუფიქსირებია“, - განუცხადა მან ქართველ ჟურნალისტებს.



მინიონმა თავისი თანამდებობა 2012 წლის იანვარში დაიკავა და მასზე 2014 წლის ჩათვლით გასტანს. მან PACE-ში კენჭისყრაში გამარჯვება გუშინ, 3 ოქტომბერს, გვიან საღამოს შეძლო, როდესაც 82 ხმით დაამარცხა თავისი კონკურენტი, ესტონელი დეპუტატი ანდერს ხერხელი, რომელმაც 30 ხმა მიიღო.


ევროპის საბჭოში კენჭისყრამდე ევროპის სახალხო ფრაქციის წარმომადგენლებს დახურულ სხდომაზე მოუსმინეს, რომელშიც მონაწილეობდა ქართული დელეგაციის წევრიც, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი. მას შესაძლებლობა ჰქონდა, ორივე კანდიდატისთვის დაესვა შეკითხვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.


როგორც PACE-ს დეპუტატმა ქართული დელეგაციიდან დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, მას შესაძლებლობა ჰქონდა ეკითხა ბატონ მინიონისთვის, რას ფიქრობდა იგი ისეთ ტერმინზე, რომელსაც ეწოდება რუსული ოკუპაცია. „თავის დროზე, მას ჰქონდა შეკითხვები რეზოლუციებში აღნიშნული ტერმინის ფიქსაციასთან დაკავშირებით. დღეს მან განაცხადა, რომ თუ მას ჰქონდა შეკითხვები, მხოლოდ იმიტომ, რომ ტერმინი ფრანგულ ენაზე დაზუსტებას საჭიროებდა. მინიონმა განაცხადა, რომ ეს ოკუპაციაა“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.


საჭიროა აღინიშნოს, რომ PACEრუსეთისაგან 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების აუცილებელ შესრულებას მოითხოვს.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3540.html
განათავსა - Drakula | 04 ოქტ. 2011, 20:31 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ჟან-კლოდ მინიონი: რუსეთმა რეზოლუციებით დადებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 07 ივნისი 2024
  • English Georgian