| ეკონომიკა: ტურიზმის სფეროში პროდუქციის გამოშვება 28%-ით გაიზარდა | | ბიზნესი და ეკონომიკა | |
2011 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ტურიზმის სფეროში პროდუქციის გამოშვება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა და 1 178.3 მლნ ლარი შეადგინა. ორი კვარტლის მონაცემებით ქვეყნის საერთო შემოსავლებში ტურიზმის წილმა 7.4% შეადგინა.ზრდა ტურიზმის ყველა სფეროში დაფიქსირდა. 2011 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმის სფეროში სახმელეთო ტრანსპორტის (სარკინიგზო, სხვა სახმელეთო და საზღვაო) გამოშვება 47%-ით გაიზარდა, სასტუმროებისა და კემპინგების მომსახურება - 26%-ით, ტურისტული ბიუროებისა და მოგზაურობათა ბიუროს საქმიანობა - 20%-ით, რესტორნების, ბარების, სასადილოებისა და მზა კერძების მომსახურება - 19%-ით. პროდუქციის გამოშვების საერთო მოცულობაში ტურიზმის სფეროში ლიდერობს სახმელეთო ტრანსპორტი (39%), რასაც მოჰყვება რესტორნები, სასადილოები (30%) და ტურისტული ბიურო და მოგზაურობათა ბიურო (17%). წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3531.html
| |||
| განათავსა - Drakula | 03 ოქტ. 2011, 18:44 | ახალი ამბები » | |||

| სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.