aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 ეკონომიკა: გერმანელებმა მარკის აღდგენის სურვილი აღიარეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ნახევარზე ოდნავ მეტ გერმანელს ევროს გაუქმება და ეროვნული ვალუტის დაბრუნება სურს. ევროს შენარჩუნება გამოკითხულთა 48 პროცენტს სურს. ამის შესახებ წერს Die Welt პარასკევს, 30 სექტემბერს, სოციოლოგიურ ინსტიტუტ TNS Emnid-ის მონაცემებზე დაყრდნობით.



ერთი წლის წინ თანაფარდობა თანაბრად საწინააღმდეგო იყო: 50 პროცენტი ევროს შენარჩუნებას უჭერდა მხარს, ხოლო 47 პროცენტს მარკის დაბრუნება სურდა. როგორც გაზეთი წერს, გერმანიის მაცხოვრებელთა აზრზე გავლენა, პირველ რიგში, ევროპის სავალო კრიზისმა მოახდინა.


გერმანული მარკის მიმართ უდიდესი სიყვარული გამოავლინეს ლიბერალური თავისუფალი დემოკრატიული პარტიის მომხრეებმა (70 პროცენტი), მათ მოსდევენ სოციალ-დემოკრატების მიმდევრები (53 პროცენტი) და „მემარცხენეები“ (52 პროცენტი). ევროს მხარდასაჭერად გამოვიდნენ მმართველი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის მომხრეები (55 პროცენტი) და „მწვანეები“ (61 პროცენტი).


აზრები გაიყო ევროკავშირში გერმანიის წევრობის მიზანშეწონილობის თაობაზეც. გამოკითხულთა 46 პროცენტმა თქვა, რომ პირადად მათთვის ეს წევრობა ხელსაყრელია, 40 პროცენტმა უფრო მეტად შეიგრძნო ევროინტეგრაციის ნაკლოვანებები, ვიდრე უპირატესობები.


ევროკავშირის მიმართ უდიდესი სკეპტიციზმი გამოავლინეს ლიბერალების მიმდევრებმა (63 პროცენტი „წინააღმდეგ“, 27 პროცენტი - დადებითი პასუხი) და სოციალ-დემოკრატებმა (46 და 40 პროცენტი, შესაბამისად). ევროინტეგრაციას მხარს უჭერენ ქრისტიან-დემოკრატების (57 პროცენტი), „მემარცხენეების“ (58 პროცენტი) და „მწვანეთა“ (63 პროცენტი) მიმდევრები.
წყარო - lenta.ru

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3527.html
განათავსა - Drakula | 01 ოქტ. 2011, 20:28 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: გერმანელებმა მარკის აღდგენის სურვილი აღიარეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 ივნისი 2024
  • English Georgian