aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 ეკონომიკა: საფინანსო ბაზრები მსოფლიო ეკონომიკას ახალი დიდი დეპრესიისკენ უბიძგებენ - ჯორჯ სოროსი ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საფინანსო ბაზრები მსოფლიოს ახალი დიდი დეპრესიისკენ უბიძგებენ, ხელისუფლებებმა კი, პირველ რიგში, ევროპულ კავშირში, სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეს. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ცნობილმა ამერიკელმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა ღია წერილში, რომელიც გუშინ, 30 სექტემბერს, ლონდონის გაზეთ „Financial Times“-მა გამოაქვეყნა.



„აუცილებელია მოვლენებზე კონტროლის აღდგენა და ამის დაუყოვნებლივ გაკეთება“, - მოუწოდებს სოროსი. ამისათვის 81 წლის ფინანსისტი სამ ზომას სთავაზობს: ახალი შეთანხმების გაფორმებას ევროკავშირის ევროზონის წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც ევროზონის ერთიან ფინანსთა სამინისტროს შექმნიდა; ევროზონის მრავალრიცხოვანი კერძო ბანკების გადაყვანას ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველობის ქვეშ მათთვის დროებითი გარანტიების შეთამოვაზების სანაცვლოდ; ახალი კაპიტალის მოზიდვას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იტალია და ესპანეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთების ქვეშ, რომელიც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს.


ჯორჯ სოროსის აზრით, ეს ნაბიჯები დააწყნარებს ბაზრებს და ევროკავშირს მისცემს დროს, რათა გამომუშავებულ იქნას ეკონომიკური ზრდის სტრატეგია, რომლის გარეშეც სახელმწიფო დავალიანების პრობლემა ვერ გადაიჭრება.


სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ამჟამად ევროკავშირის ლიდერების მიერ ევროზონის ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის ყველა განხილვადი ვარიანტი არასაკმარისად რადიკალურია იმისათვის, რომ სიტუაცია სწრაფად სტაბილიზირდეს. „ამ პირონენში საჭიროა ახალი და თამამი მიდგომები“, - მიაჩნია ჯორჯ სოროსს.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3515.html
განათავსა - Drakula | 01 ოქტ. 2011, 20:13 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საფინანსო ბაზრები მსოფლიო ეკონომიკას ახალი დიდი დეპრესიისკენ უბიძგებენ - ჯორჯ სოროსი" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 06 მაისი 2024
  • English Georgian