aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 საზოგადოება: წურწუმია: თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი სტანდარტებს არ შეესაბამება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება და ეს გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ვერ მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა პეტრე წურწუმიამ შეატყობინა.



მისი თქმით, ახალო ევროპული სტანდარტების თანახმად, იმისათვის, რომ უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მიიღოს, იგი, სულ ცოტა, 3 პირობას უნდა აკმაყოფილებდეს - მატერიალური სახსრებით, ინფრასტრუქტურული ბაზებითა და ადამიანური რესურსით. ამავე დროს, აღნიშნული სასწავლო დაწესებულება არც ერთი ზემოთჩამოთვლილი პუნქტის მიხედვით სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, შედეგად ავტორიზაციის საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ავტორიზაციის საბჭოს წევრები ჟურნალისტებს არ დაუსახელა.


თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ. მათი ინფორმაციით, მათი სასწავლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის არმიცემის შედეგად დაახლოებით 5000 სტუდენტი პრაქტიკულად „ქუჩაში“ აღმოჩნდა. როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, 28 სექტემბერს, გვიან საღამოს, მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან დაუკავშირდნენ და ეს ამბავი ამცნეს - თქვეს, რომ სტუდენტები სწავლას ვერ გააგრძელებენ, ვინაიდან უნივერსიტეტმა ავტორიზაციის მიღება ვერ შეძლო.


განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ავტორიზაციები მთელ რიგ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს გააუქმა, კერძოდ შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს“, შპს „კავკასიის აკადემიის ცენტრს“, შპს „საქართველოს საგზაო-საავტომობილო კოლეჯს“, შპს „ინტერფარმ+“-ს, შპს „საერთაშორისო ევროპულმა სასწავლო ინსტიტუტს“, შპს „დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს“, „იბერიის“ უნივერსიტეტსა და „ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს“.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3509.html
განათავსა - Drakula | 30 სექ. 2011, 18:49 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: წურწუმია: თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი სტანდარტებს არ შეესაბამება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 08 ივნისი 2024
  • English Georgian