aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 პოლიტიკა: -ხიდაშელი: ელექტრომობილების პროექტი ჩავარდა ისევე, როგორც სააკაშვილის მრავალი პროექტი საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
თბილისის საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელი პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძისაგან ელექტრომობილების „რევოლუციური პროექტის“ ჩავარდნის თაობაზე დეტალურ ახსნას მოითხოვს. როგორც თინა ხიდაშელმა განაცხადა, ბოლო ბრიფინგზე მანჯგალაძემ თქვა, რომ ქვეყანაში რამდენიმე ათასი ელექტრომობილის შემოტანის თაობაზე გადაწყვეტილება მთავრობას ჯერ არ მიუღია. საკრებულოს დეპუტატს მიაჩნია, რომ ამის თაობაზე პრეს-სპიკერის კომენტარი საზოგადოებრიობისათვის აშკარად არასაკმარისია.



„გასული წლის ბოლოს მექსიკაში საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკის მინისტრთან ვერა ქობალიასთან ერთად მთელ საქართველოს ამცნო, რომ მისმა მთავრობამ რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო. არსებობდა სამთავრობო ავტოპარკის ელექტრომობილებით შეცვლის, ავტობანებზე სპეციალური ბენზინგასამართი სადგურების შექმნის და ა. შ. კონკრეტული გეგმა. ვერა ქობალიამ 2011 წლის თებერვალშიც განახორციელა რამდენიმე ვიზიტი და თქვა, რომ „რენო-ნისანთან“ შეთანხმება იქნა მიღწეული და ელექტრომობილთა პირველი პარტია წლის ბოლომდე შემოვა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საზოგადოებრიობას სრული ინფორმაცია მიაწოდოს, რა მიზეზით ჩავარდა ეს „რევოლუციური პროექტი“, როგორი ხასიათის შეთანხმება გააფორმდა კომპანიებთან და რამდენი დაუჯდა ბიუჯეტს ვიზიტები ამ მიზნით. მხოლოდ მოკლე წინადადება - „გადაწყვეტილება არ მიღებულა“ - არ შეესაბამება სინამდვილეს და ამჟამინდელი საინფორმაციო სივრცის პირობებში ამის დამტკიცება სირთულეს არ წარმოადგენს“, - თქვა თინა ხიდაშელმა.


მისი თქმით, დღეს უკვე ნათელია, რომ ეს გეგმა, ისევე როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული მრავალი პროექტი, ჩავარდა.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3504.html
განათავსა - Drakula | 30 სექ. 2011, 18:47 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: -ხიდაშელი: ელექტრომობილების პროექტი ჩავარდა ისევე, როგორც სააკაშვილის მრავალი პროექტი" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 5
ხმები: 1


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 15 ივნისი 2024
  • English Georgian