aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

 ეკონომიკა: ონიშენკო: რუსეთი „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის გარეშე გაძლებს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქართულმა ბიზნესმა რუსეთში მინერალური წყლისა და ღვინის მიწოდებების აღდგენის სურვილი რეალური საქმეებით უნდა დაადასტუროს, მიაჩნია „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სანიტარულ ექიმს გენადი ონიშენკოს. მისი თქმით, „ქართული ბიზნესი მიწოდებების აღდგენის მზადყოფნაზე აცხადებს, მაგრამ ჯერ ვერ წყვეტს რუსეთის ფედერაციის ბაზარზე დაშვებისათვის აუცილებელი ტექნიკური პროცედურების გავლას“.



„ჩვენთან მოლაპარაკებების წარმოებას უკვე სამი კომპანია ცდილობს, რომლებიც საკუთარ თავს ნომინირებენ როგორც ექსკლუზიური მიმწოდებლები. ორს უკვე შევხვდით, შევახსენეთ პირობები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება დასრულდეს ყველა პროცედურა (რუსეთის ფედერაციის ბაზარზე დასაბრუნებლად)“, - თქვა ონიშკენკომ ქართული მინერალური წყლის მიწოდებების თაობაზე კონსულტაციებზე. „მაგრამ ტექნიკური დოკუმენტაციის მიწოდების თვალსაზრისით საპასუხო ნაბიჯებს ჯერ ვერ ვხედავთ“, - განაცხადა მან.


ონიშენკომ აღნიშნა, რომ ასეთივე სიტუაცია ქართული ღვინის მიწოდებების აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით იქმნება - ქართული ბიზნესის წარმომადგენლები განცხადებების იქით არ მიდიან.


„სასურველია, შეწყდეს მიმციობანას თამაშობანი. თუ უნდათ, მოვიდნენ ჩვენ ბაზარზე. მაგრამ საჭიროა გაგება იმისა, რომ პირობები ძალიან მკაცრი იქნება“, - თქვა „როსპოტრებნადზორის“ უფროსმა. მან თქვა, რომ ქართული ბიზნესის წარმომადგენლები უნდა ხვდებოდნენ, რომ „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის გარეშე რუსეთი გაძლებს.


„განსაკუთრებული საჭიროება და დეფიციტი არ არის“, - განაცხადა მან.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3485.html
განათავსა - Drakula | 19 სექ. 2011, 19:49 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: ონიშენკო: რუსეთი „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის გარეშე გაძლებს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 მაისი 2024
  • English Georgian