aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 ეკონომიკა: ამერიკელები ბენზინზე რეკორდულად მაღალ თანხას დახარჯავენ მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
2011 წლის განმავლობაში ამერიკელები ბენზინზე 491 მილიარდ დოლარს დახარჯავენ, - იტყობინება გაზეთი The Los Angeles Times. ეს თანხა აშშ-ის ისტორიაში რეკორდული გახდება, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს ბენზინის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანა დღეში 157 ათასი ბარელით ნაკლებს ხარჯავს წინა წელთან შედარებით. ეს ბევრად ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების სახელმწიფო პროპაგანდას უკავშირდება, რომელიც 2008 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ დაიწყო.



2011 წელს ბენზინის მაქსიმალური ფასი მნიშვნელოვნად უფრო დაბალი იყო, ვიდრე ნავთობის რეკორდულად მაღალი ღირებულება აშშ-ში. 2008 წლის ზაფხულში ერთ ლიტრის ფასმა 1 დოლარი 20 ცენტი შეადგინა. მაშინ ეკონომიის მიზნით ამერიკელთა მნიშვნელოვნი ნაწილი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდა, ხოლო სკოლები მუშაობის ოთხდღიან რეჟიმზე გადავიდნენ, რათა ავტობუსებისათვის ნავთობი არ დაეხარჯათ. თუმცა უკვე შემოდგომისთვის ბენზინის ღირებულებამ სამწლიან მინიმუმს მიაღწია.


2008 წელს ბენზინის ფასების ზრდა მოკლევადიან ხასიათს ატარებდა და უმნიშვნელოდ აისახა საწვავის საერთო ხარჯებზე, მაშინ, როცა 2011 წლისთვის ბენზინი სტაბილურად ძვირდება რამდენიმე თვის განმავლობაში და უახლოეს მომავალში ფასები არ შემცირდება. 2011 წლის განმავლობაში საშუალო ფასი 12 პროცენტით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე 2008 წლის განმავლობაში.


წლის განმავლობაში ნავთობი დაახლოებით 30 პროცენტით გაძვირდა. ამერიკელები ერთი ლიტრი ბენზინისთვის 1-ზე ოდნავ მეტ დოლარს იხდიან.


ექსპერტები ფასების ამგვარ ზრდას ექსპორტის ზრდას უკავშირებენ. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის აშშ-დან ბენზინის ექსპორტი იმპორტს დღეში 800 ათასი ბარელით აღემატება.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3481.html
განათავსა - Drakula | 19 სექ. 2011, 19:44 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: ამერიკელები ბენზინზე რეკორდულად მაღალ თანხას დახარჯავენ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 მაისი 2024
  • English Georgian