aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 პოლიტიკა: სააკაშვილი: ძალიან მიყვარს ბალერინები, მაგრამ სამხედრო პირები ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქართველი სამხედროები ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები არიან და არავის უნდა ეწყინოს ეს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში ახალი სამხედრო აკადემიის გახსნის ცერემონიაზე, იუწყება “GHN“.



„რამდენიმე წლის წინ ვთქვი, რომ ქართველი სამხედრო პირები ჩვენი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები არიან და ინგლისის ყოფილმა ელჩმა მაკლარერმა აღშფოთებულმა წერილი გამომიგზავნა სიტყვებით: რატომ ამბობთ, რომ სამხედროები ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილია? მაგალითისთვის, ბალერინები თქვენი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები არ არიან? მე ძალიან მიყვარს ბალერინები, ძალიან მიყვარს ქართველი მოცეკვავეები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ქართველი სამხედროები ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. იმიტომ რომ ქართველი სამხედროები ქართული საზოგადოების ის ნაწილია, რომელთაგან ათასიბით პირმა იმსხვერპლა საკუთარი თავი სამშობლოს გულისთვის და რომლებიც მზად არიან, თავი იმსხვერპლონ. ხოლო ყველაზე ლამაზები და მშვენიერები ბალერინები არიან“, - თქვა პრეზიდენტმა.


მან აღნიშნა, რომ მრავალი პოლიტიკოსი, ასევე სხვა ნებისმიერი პროფესიონალი ქებას იმსახურებს, მაგრამ ვერავინ აღწევს ასეთ დონეს.


„ჩვენც უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ საქართველოს ჯარისკაცები ვიყოთ და საკუთარი თავი საქართველოს გულისთვის ვიმსხვერპლოთ“, - ხაზი გაუსვა სააკაშვილმა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3477.html
განათავსა - Drakula | 16 სექ. 2011, 20:52 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: სააკაშვილი: ძალიან მიყვარს ბალერინები, მაგრამ სამხედრო პირები ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებია" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 მაისი 2024
  • English Georgian