aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 საზოგადოება: 15 სექტემბერიდან მომატებულ პენსიას 670 ათასი პენსიონერი მიიღებს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
15 სექტემბრიდან ხელისუფლება გაზრდილი პენსიების დარიგებას იწყებს. ამის შესახებ, დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესს–კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა, შრომის მინისტრმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვილს მინისტრმა ანდრია ურიშაძემ განაცხადა.  მომატებულ პენსიას 670 ათას მეტი პენსიორი მიიღებს.



პრემიერის თქმით, 15 სექტემბრიდან მინიმალური პენსია 100 ლარი გახდება. შესაბამისად, თბილისში პენსიის მოცულობა 10 ლარით  გაიზრდება, ხოლო რეგიონში კი 20 ლარით გაიზრდება.


 ასევე, გილაურმა აღნიშნა, რომ თითოეულ პენსიონერს ყველა სოციალური შეღავათი შეუნარჩუნდება, რომელებითაც ისინი აქამდე სარგებლობდნენ. მან განაცხადა, რომ მომატებულ პენსია 670 ათას პენსიონერს და 24 ათას შეზღდული უნარის მქონე ადამიანს დაენიშნება.  როგორც პრემიერმა აღნიშნა,  გადაწყვეტილება პენსიის მომატების თაობაზე გაზაფხულს იქნა მიღებული, მას შემდეგ რაც ბიუჯეტში დამატებით 35 მილიონი ლარის  აკუმულირება მოხდა. პენსიონრების მომსახურებისათვის, სოციალურ ბიუჯეტს 13 მილიონი ლარი დაემატა.


ურიშაძის განმარტებით, "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში პენსიის დარიგება 15 სექტემბერს დაიწყება. პენსიას სახლებში მიიღებენ ის პირები, ვისაც არ შეუძლიათ ბანკის ფილიალებში დამოუკიდებლად მისვლა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო 4–5 წლის განმავლობაში, პენსია 7–ჯერ გაიზარდა. მისი თქმით, ადრე პენსიას 14 ლარს შეადგენდა, შემდეგ 28 ლარამდე გაიზარდა, შემდეგ 35–მდე, ხოლო 15 სექტემბრიდან პენსია 100 ლარს შეადგენს.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3444.html
განათავსა - consul | 13 სექ. 2011, 19:54 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: 15 სექტემბერიდან მომატებულ პენსიას 670 ათასი პენსიონერი მიიღებს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 02 მაისი 2024
  • English Georgian