aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 ეს საინტერესოა: რომელი პოპულარული მულტფილმი ასახიჩრებს ბავშვებს? მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
როგორც ფსიქოლოგებმა დაადგინეს, ისეთი მულტფილმების ყურება, როგორიცაა „ღრუბელი ბობი“ („Sponge Bob“), რომლებიც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, არღვევს ბავშვის მიერ კონცენტრაციის უნარს და გავლენას ახდენს მის ქცევაზე.



ტესტებმა აჩვენა: ოთხი წლის ასაკის ბავშვებს, რომლებიც პოპულარულ სერიალს რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურებდნენ, ნაკლებად შეეძლოთ ამოცანების ამოხსნა და უარესად ახდენდნენ კონცენტრირებას ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც ხატავდნენ ან უყურებდნენ არა ესოდენ დინამიურ მულტფილმს, წერს The Telegraph.


ექსპერტთა აზრით, მიზეზის პოვნა საჭიროა იმაში, რომ ბავშვები მულტფილმის გმირების ქაოსურ ქცევას აკოპირებენ. ამას გარდა, სწრაფ და არალოგიკურ ვიდეორიგს ბავშვებში ზედმეტი აღგზნების გამოწვევა შეუძლია. მშობლებმა უფრო წინდახედულად უნდა მიუდგნენ ბავშვებისათვის პროგრამის არჩევის საკითხს. უმჯობესია, თუ ბავშვს სამაგიდე თამაშების თამაშს შესთავაზებთ.


ანჯელინ ლილარდი ვირჯინიის უნივერსიტეტიდან, რომელიც ექსპერიმენტს ატარებდა, აღნიშნავს: „ასეთ მულტფილმებს გავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის მიერ სწავლებისა და საკუთარი ქცევის გაკონტროლების უნარზე, ბავშვები ხომ ქცევას, საკუთრივ, სწავლასთან ერთად სწავლობენ. სკოლაში მათ ჯეროვნად მოქცევა უხდებათ, ეს კი გარკვეულ საშემსრულებლო ფუნქციას მოითხოვს“.


უნდა ითქვას, რომ მულტრილმი „ღრუბელი ბობი“, რომელიც არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ დიდებშიც არის პოპულარული, ადრე უკვე ექვემდებარებოდა კრიტიკას საეჭვო იუმორისა და ჰომოსექსუალური ურთიერთობების წახალისებისთვის, ევანგელისტების თვალსაზრისით.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3439.html
განათავსა - Drakula | 13 სექ. 2011, 19:51 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: რომელი პოპულარული მულტფილმი ასახიჩრებს ბავშვებს?" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 5
ხმები: 1


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 08 მაისი 2024
  • English Georgian