aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 ეკონომიკა: იაპონიამ საქართველოს სუფთა ენერგიის გამომუშავებისთვის 5 მლნ დოლარი გამოუყო საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა ტექნიკურ შეთანხმებას საერთაშორისო თანამშრომლობის იაპონურ სააგენტოს (JICA) საგრანტო პროექტ „მზის ენერგიის სისტემით გამომუშავებული სუფთა ენერგიის დანერგვის“ განხორციელების შესახებ. გრანტის სიდიდე 480 მლნ იენს (დაახლოებით 5 მლნ დოლარს) შეადგენს.



იაპონიის მთავრობის საგრანტო პროექტი ფოტოელექტრული (მზის) პანელების მონტაჟსა და გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენებას ითვალისწინებს. პროექტი არის გამოხმაურება გლობალურ კლიმატურ ცვლილებებზე - „ე. წ. მერების შეთანხმებაზე“, რომელიც 2020 წლისთვის სასათბურე აირების, სულ ცოტა, 20 პროცენტით დაყვანას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებას თბილისიც შემოუერთდა.


საქართველოს მთავრობის 7 სექტემბრის დადგენილებით, გრანტის მიმღებ ორგანიზაციებად დადგენილია ილიას უნივერსიტეტი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. კერძოდ, მზის პანელები ილიას უნივერსიტეტსა და საქართველოს აეროპორტთა გაერთიანებაში დამონტაჟდება.


როგორც ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ აღნიშნა, საქართველოს მზის სისტემის გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს, აღნიშნული პროექტი კი ქვეყანაში ახალი ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვას ხელს შეუწყობს. მისი თქმით, აეროპორტთან ენერგოპანელების დადგენით მნიშვნელოვნად შემცირდება ხარჯები.


„მოხარული ვარ, რეომ საქართველო რეგიონში სუფთა ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით ლიდერობს“, - განაცხადა ქობალიამ.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3413.html
განათავსა - Drakula | 12 სექ. 2011, 21:27 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: იაპონიამ საქართველოს სუფთა ენერგიის გამომუშავებისთვის 5 მლნ დოლარი გამოუყო" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 4
ხმები: 1


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 მაისი 2024
  • English Georgian