aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

 პოლიტიკა: გრიგოლ ვაშაძე: დიპლომატები მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტისაგან ახალ ინსტრუქციებს მიიღებენ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქართველი დიპლომატები მიიღებენ ინსტრუქციებს ამბასადორიალის ფარგლებში, რომელიც დღეს, 12 სექტემბერს, თბილისში გაიხსნა, იუწყება “GHN“. როგორც შეხვედრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა განაცხადა, საზღვარგარეთ აკრედიტირებულ ქართველ დიპლომატებთან შეხვედრა უკვე ტრადიციად იქცა და დიდი მნიშვნელობა აქვს.



„ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ახორციელებენ ელჩები სამუშაოს იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებში, სადაც ისინი მივლინებულები არიან. აუცილებელია, რომ ჩვენმა დიპლომატებმა მთავრობისა და კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტისაგან ინსტრუქციები მიიღონ“, - თქვა ვაშაძემ.


მან აღნიშნა, რომ ინსტრუქციები ოთხ ძირითად მიმართულებაზე იქნება გამახვილებული.


„პირველი - ეს არის უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შექმა საქართველოსთვის, რათა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები და ეკონომიკური მშენებლობა გაგრძელდეს. მეორე - დეოკუპაცია - ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსი საოკუპაციო ჯარების გამოყვანა და მანდ მშვიდობიანი ოპერაციების წარმოება, მესამე - საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური მშენებლობისთვის ხელშეწყობის გაწევა, მეოთხე - ევრო და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია - სვლა ევროკავშირსა და ნატოსკენ რაც შეიძლება სწრაფი ტემპით“, - ვაშაძის თქმით, ასეთ ინსტრუქციებს მისცემენ ქართველ დიპლომატებს.


ამავე დროს, მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წინ მოძრაობს, „ჯერ კიდევ რჩება დიდი გამოწვევები და პრობლემები“.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3412.html
განათავსა - Drakula | 12 სექ. 2011, 21:27 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: გრიგოლ ვაშაძე: დიპლომატები მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტისაგან ახალ ინსტრუქციებს მიიღებენ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 მაისი 2024
  • English Georgian