aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 საქართველოში ახალი მთიანი კურორტი დეკემბრის პირველ რიცხვებში გაიხსნება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 

მიმდინარე სეზონში მესტია პირველად მიიღებს ტურისტებს ზამთრის კურორტის ოფიციალური სტატუსით.



საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ტრადიციულ სამთო-სათხილამური კურორტებს - ბაკურიანსა და გუდაურს მესტიაც დაემატება.


სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიას თქმით, მესტიის აეროპორტი ექსპლუატაციაში დეკემბრის პირველ რიცხვებში შევა. აეროპორტში ძირითადად ტურისტული, შიდა რეისები განხორციელდება, ვინაიდან რელიეფიდან გამომდინარე, დიდი თვითმფრინავების მიღებს მანდ ვერ მოხდება. მოცემულ მომენტში საქართველოს ბაზარზე მოქმედ რამდენიმე ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


მესტიის საკრებულოს წევრის გოჩა გვარლიანის განცხადებით, მესტიაში პირველი ზამთრის ტურისტული სეზონი დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება. სწორედ ამ დროისათვის დასრულდება სათხილამურო ტრასისა და საბაგირო გზის მშენებლობა, რომლებიც მესტიიდან 6 კილომეტრშია განლაგებული.


მისი სიტყვებით, დღესდღეობით მესტიაში რამდენიმე სასტუმრო და პანსიონატი მოქმედებს, რომლებიც მზად არიან ტურისტების მისაღებად. დაყენებულია სატელიტური ანტენა, რომელიც რაიონში ინტერნეტ-მომსახურებას უზრუნველყოფს.


სასტუმრო „თეთნულდი“ ტურისტებს პირველად მიიღებს. მენეჯმენტის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ახალ წელს სავარაუდოდ ამ სასტუმროდან მიულოცავს.


„თეთნულდი“ მესტიაში ყველაზე დიდი და კომფორტაბელური სასტუმროა, რომელიც 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს მოთხოვნებს პასუხობს. მომსახურების ფასები 105 ლარიდან იწყება. 

წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_302.html
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2010, 10:31 | ახალი ამბები »
 

"საქართველოში ახალი მთიანი კურორტი დეკემბრის პირველ რიცხვებში გაიხსნება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 აპრილი 2024
  • English Georgian