aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 პოლიტიკა: აშშ-ის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
აშშ-ის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის ავტორები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი და სენატორი ლინდსი გრაჰამი არიან.



"სენატი ადასტურებს შეერთებული შტატების პოლიტიკას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის საზღვრების ხელშეუხებლობას. აშშ აღიარებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებია. სენატი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წელს საქართველო-რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პუნქტისა და პირობის შესასრულებლად, მათ შორის, დააბრუნოს სამხედრო ძალები ომამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შესვლა", - ნათქვამია რეზოლუციაში.
 

ამავე რეზოლუციით, სენატი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას და იმ პირებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებს აკონტროლებენ, უფლება მისცენ იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს სრულად და ღირსეულად დაბრუნდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. აგრეთვე დაუშვან ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიები.


"შეერთებული შტატები მხარს უჭერს მშვიდობიან, კონსტრუქციულ და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ქმედებებს საქართველოს მთავრობასა და იმ ძალებს შორის, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს აკონტროლებენ. სენატი მხარს უჭერს ადამიანებს შორის დამატებით, უშუალო კონტაქტებს. სენატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების პოვნა შეერთებული შტატების უმთავრესი პრიორიტეტია კავკასიის რეგიონში. გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევა შესაძლოა მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით და დიპლომატიურ და პოლიტიკურ ძალებს შორის ხანგრძლივი დიალოგით", - ნათქვამია რეზოლუციაში. 

წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3017.html
განათავსა - consul | 31 ივლ. 2011, 15:43 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: აშშ-ის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 5
ხმები: 1


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 03 მაისი 2024
  • English Georgian