aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 პოლიტიკა: ილია II: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთის ერებს შორის მეგობრობა აღდგეს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მოსკოვისა და სრული რუსეთის პატრიარქთან კირილესთან ერთობლივი წირვა-ლოცვის შემდეგ, რომელიც რუსეთის ნათლობის ზეიმისთვის ჩატარდა, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას დაუშვებელი უწოდა, იუწყება “GHN“.



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს კირილეს მოუწოდა დახმარებისკენ ორი ქვეყნის მეგობრობის აღდგენის საკითხში.


„ის პოლიტიკური ურთიერთობა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა, სრულიად დაუშვებელი ურთიერთობაა. იმიტომ რომ ჩვენ ძმური მართმადიდებელი ერები ვართ და ეს ურთიერთობა ჩვენი მტრების შურით შეიქმნა. ჩვენ ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს ერებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობა და ძმობა აღდგეს“, - თქვა პატრიარქმა, გადმოსცემს РИА Новости.


მან განაცხადა, რომ პატრიარქ კირილეს სიბრძნის იმედი აქვს.


„მე დიდი ხანია, მრავალი წელია, გიცნობთ. თქვენ რუსეთისა და საქართველოს ისტორიაში უნდა შეხვიდეთ როგორც მშვიდობისმყოფელი, როგორც ადამიანი, რომელმაც ორ ერს შორის მშვიდობა შექმნა“, - მიაჩნია ილია II-ს.


მისი თქმით, წმინდა კიევი-პეჩერის ლავრაში იგი ლოცულობდა იმაზე, „რომ მშვიდობა და კეთილდღეობა მეფობდეს როგორც რუსეთში, ისე საქართველოში“.


ილია II-მ აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული მონაცემებით ეს ქართული პატრიარქის პირველი ვიზიტია კიევში. მან პატრიარქ კირილესა და კიევისა და სრული უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმირს დაპატიჟებისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა.


„მადლობას ვიხდი (მიღების) სითბოსთვის და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში კეთილი ძვრების იმედი მაქვს“, - თქვა მან.


„ერებსა და ერთმორწმუნე ქვეყნებს შორის მშვიდობას აღვადგენთ“, - თავის მხრივ თქვა პატრიარქმა კირილემ.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2981.html
განათავსა - Drakula | 28 ივლ. 2011, 11:28 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ილია II: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთის ერებს შორის მეგობრობა აღდგეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 მაისი 2024
  • English Georgian