aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 საზოგადოება: ნორვეგიაში დაკარგული ქართველის ცხედარი ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ნორვეგიაში ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმისას დაკარგული საქართველოს მოქალაქის თამთა ლიპარტელიანის ცხედარი ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს. ამის შესახებ დღეს, 28 ივლისს, სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.



„ეს ყოველი ჩვენგანისთვის დიდი ტრაგედიაა და საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს“, - განაცხადა მან. მისი თქმით, გოგონას ზურგზე ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს.


კალანდაძემ იმედი გამოთქვა, რომ ნორვეგიული მხარე ქართული გოგონას ცხედრის სამშობლოში სწრაფი ჩამოყვანისათვის ყველაფერ გააკეთებს. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ფორმალობები, რომელთა გავლაა საჭირო, მაგრამ, თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხედრის სამშობლოში ჩამოყვანისათვის ყველა მოქმედებას განნახორციელებს“, - აღნიშნა მან.


მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დაღუპულის ოჯახი ნორვეგიის ხელისუფლებებისაგან კომპენსაციას მიიღებს და ცხედრის ჩამოყვანა ასევე ნორვეგიის ხარჯზე განხორციელდება.


საჭიროა აღინიშნოს, რომ თამთა ლიპარტელიანის მშობლები გუშინ ოსლოში ჩაფრინდნენ. მათ გადაწყვიტეს, თავად ჩართულიყვნენ შვილის ძებნის პროცესში, რომელიც უკვალოდ გაუჩინარდა ახალგაზრდულ ბანაკში ტერაქტის შემდეგ. იგი ამოცნობილ იქნა წარმოდგენილი თითების ანაბეჭდების საფუძველზე.


უნდა აღინიშნოს, რომ უტეიოში ახალგაზრდულ ბანაკზე 32 წლის ტერორისტის ანდერს ბრეივიკის მიერ თავდასხმის დროს იქ საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ნათია ჩხეტიანი ცოცხალი დარჩა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2978.html
განათავსა - Drakula | 28 ივლ. 2011, 10:46 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: ნორვეგიაში დაკარგული ქართველის ცხედარი ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 მაისი 2024
  • English Georgian