aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 გერმანელი ხალხი სახალხო გლოვის დღეს აღნიშნავს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
    ნოემბერს გერმანელი ხალხი სახალხო გლოვის დღეს აღნიშნავს და პატივს მიაგებს ომისა და ძალადობის ყველა მსხვერპლს


    "ჩვენ ასევე მოვიგონებთ მათ, ვინც დევნილებად იქცნენ იდეოლოგიური, რელიგიური ან რასისტული შეხედულებების საფუძველზე ან არაადამიანური რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლის გამო",-ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


    ამასთან დაკავშირებით კვირას, 14 ნოემბერს, 18:00 საათზე გერმანელ ტყვეთა საბურთალოს ყოფილ სასაფლაოზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ორთვინ ჰენიგი გვირგინით შეამკობს მემორიალს. 


    ეს მემორიალი მოეწყო თბილისის მოქალაქეთა ინიციატივით და 1988 წელს - ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში - საზეიმოდ გაიხსნა, როგორც შერიგების ადგილი. 1999 წელს კი მისი განახლება მოხდა გერმანელ სამხედრო ტყვეთა სასაფლაოებზე ზრუნვის გერმანიის სახალხო კავშირის მიერ. 


    გერმანელ სამხედრო ტყვეთა ყოფილი სასაფლაო არის შერიგებისა და მოგონების ალბათ ერთადერთი მემორიალური ადგილი თბილისში. 


    ცერემონიაზე მოწვეულნი არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_267.html
განათავსა - Legatuss | 12 ნოემ. 2010, 09:12 | ახალი ამბები »
 

"გერმანელი ხალხი სახალხო გლოვის დღეს აღნიშნავს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 02 მაისი 2024
  • English Georgian