პოლიტიკა: კუბლაშვილი: არეულობების დროს არალეტალური იარაღის გამოყენება ნებისმიერ ქვეყანაშიადაშვებული | საქართველოს ამბები | ||
საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ოპოზიციისთვის რთული იქნება დაამტკიცოს მასობრივი არეულობებისას პოლიციის მიერ არალეტალური იარაღის გამოყენების შესახებ ნორმის შეუსაბამობა კონსტიტუციასთან. „არეულობებისას არალეტალური იარაღის გამოყენება ყველა ქვეყანაში მიღებული ფორმაა. შესაბამისად ჩვენი ოპონენტებისათვის რთული იქნება დამტკიცება იმისა, თუ კონსტიტუციის რომელ ნორმას და რომელ საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება ეს“, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. თუმცა, როგორც მან თქვა, ოპოზიცია მაინც ეცდება ამის გაკეთებას. „ამ თვალსაზრისით მათ უნარებში ეჭვი არ მეპარება“, - აღნიშნა კუბლაშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, არამსათავრობო ოპოზიციის ნაწილი აპირებს მიმართოს კონსტიტუციურ სასამართლოს და მიაღწიოს იმ ნორმის გაუქმებას კანონში პოლიციის შესახებ, რომლის მიხედვითაც პოლიციას მასობრივი არეულობების დროს არალეტალური იარაღის გამოყენების უფლება ეძლევა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2112.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 აპრ. 2011, 08:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.