aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: საქართველო Google-ის რუქაზე გამოჩნდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
Google Maps-ზე საქართველოს რუქები განათავსეს. საქართველოში მოგზაურებს სმარტფონებით ნავიგაციის შესაძლებლობა გაუჩნდათ.



OMC-მა Google Maps-ზე საქართველოს ყველა რეგიონის რუქის განთავსებაზე მუშაობა დაასრულა. რუქის ბეტა ვერსია უკვე განთავსებულია mapspot.ge-ზე. რუქაზე არსებული ინფორმაცია-მონაცემები რეგულარულად განახლდება, ასევე სხვადასხვა კომპანიებისა და ორგანიზაციების ადგილმდებარეობები დაემატება.


Google-მა საქართველო პროგრამა open mapping-ში წელს დაამატა. ამ პროგრამაზე OMC-თან ერთად ეკონომიკის სამინისტრო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მუშაობდნენ.


საჯარო რეესტრმა თავის ვებ-გვერდზე საქართველოს ყველა ქალაქისა და რაიონის კადასტრული რუქები განათავსა. საჯარო რეესტრის რუქის ინსტრუმენტთა დახმარებით შესაძლებელია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის დადგენა, კონკრეტული ადგილის მიახლოვება ან დაშორება, რუქის საინტერესო ფრაგმენტების ამობეჭდვა.


ინტერნეტში კადასტრული რუქების განთავსება ინვესტორთათვისაც წარმოადგენს ინტერესს. ნებისმიერი ინვესტორი შეძლებს მისთვის საინტერესო მიწის ნაკვეთის ნახვას.


წლის ბოლოსთვის მონაცემები ასევე გადატანილი იქნება პროექტ OpenStreetMap-ში. OpenStreetMap-ით სარგებლობისათვის მრავალი მობილური მოწყობილობა არსებობს. საქართველოში ჩამოსული ვიზიტიორები iPhone-ისა ან Android-ის გამოყენებით მათთვის საინტერესო ადგილმდებარეობის დადგენას შეძლებენ.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2094.html
განათავსა - Drakula | 20 აპრ. 2011, 16:08 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: საქართველო Google-ის რუქაზე გამოჩნდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 13 ივნისი 2024
  • English Georgian