aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 პოლიტიკა: შევარდნაძე: სააკაშვილი და პუტინი ნიჭიერი ადამიანები არიან საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურს მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს ნიჭიერ ადამიანებად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ მომავალში საქართველოს ხელისუფლებები დაჭკვიანდებიან. ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ „ბი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.



საუბრის მსვლელობაში ექს-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერ პიროვნებად მიიჩნევდა.


„მე მას ნიჭიერ ახალგაზრდა ადამიანად მივიჩნევდი. მაგრამ ჟვანია უფრო მოქნილი იყო. შემდგარი ვითარებებიდან გამომდინარე გადადგომა გადავწყვიტე, რათა სისხლი არ დაღვრილიყო. ხალხმა ყველაფერი იცოდა და ესმოდა“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.


ამავდროულად, როდესაც იგი პასუხობდა შეკითხვას, როგორი იქნება საქართველო 20 წლის შემდეგ, როგორ ააგებს ურთიერთობას რუსეთთან, შევარდნაძემ გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლებები დაჭკვიანდებიან.


„ჯერ ბევრი პრობლემაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რჩება. მე ხშირად ვაკრიტიკებ ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, მაგრამ ისინი დაჭკვიანდებიან. საქართველო აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ქართული მიწაა. მაგრამ ამისათვის დროა საჭირო. 10-12 წელი“, - თქვა მან.


ედუარდ შევარდნაძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის მომხრეა.


„მე ყოველთვის ვცდილობდი, რუსეთთან ნორმალური ურთიერთბა მქონოდა. ჩემი ინიციატივით საქართველო დსთ-ში შევიდა. ჩვენ პუტინთანაც კი ვმეგობრობდით. მას ჯერ კიდევ პეტერბურგიდან ვიცნობდი, სადაც ლექციებს ვკითხულობდი, როდესაც გუბერნატორი სობჩაკი იყო. სობჩაკმა პუტინს ლექციების ორგანიზება დაავალა. პუტინი ძალიან საინტერესო ადამიანია, მეტიც, ვიტყოდი, რომ იგი ნიჭიერია“, - აღნიშნა მან.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2087.html
განათავსა - Drakula | 19 აპრ. 2011, 11:12 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: შევარდნაძე: სააკაშვილი და პუტინი ნიჭიერი ადამიანები არიან" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 16 მაისი 2024
  • English Georgian